
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ათი პირი დააკავეს, დახურულია ათი ობიექტი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ. შსს-ს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 10 პირი დააკავეს და 10 ობიექტი დახურეს. „სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ათეულობით საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, მათ შორის ფარული აუდიო










