
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
„ასოშიეთიდ პრესი“ – ჯეი დი ვენსი სომხეთსა და აზერბაიჯანს ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის შემდეგ ეწვევა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის შემდეგ სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს. მილანში ზამთრის ოლიმპური თამაშების გახსნას ასევე დაესწრება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც. „იტალიის შემდეგ ვენსი გაემგზავრება სომხეთსა და აზერბაიჯანში. ტრამპმა მას შეთანხმების შემუშავება დაავალა, რომელიც მიმართულია ამ ქვეყნებს შორის 40-წლიანი კონფლიქტის შეწყვეტისკენ“, – წერს










