
კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა თბილისის N132 და N169 საჯარო სკოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გამართეს
კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სასწავლო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, თბილისის N 132-ე და N 169-ე საჯარო სკოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გაიმართა. კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებთან შეხვედრისას მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მათი აღსრულების მექანიზმები მიმოიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხებს, რომლებიც მოქალაქეებმა










