
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ილია მეორის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით შექმნილ სახელმწიფო კომისიას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილ სახელმწიფო კომისიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, კომისიის შემადგენლობაში იქნებიან: საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ირაკლი ჩიქოვანი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე; საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი;










