
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი – „მოსკოვის მექანიზმი“ დააინიცირა პოლონეთმა, შემდეგ კი კენჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობა, რათა მისი კანდიდატი ექსპერტად ყოფილიყო წარმოდგენილი ამ დასკვნის შესადგენად
ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმი“ დააინიცირა პოლონეთმა, თუმცა შემდეგ კენჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობა, რათა მისი კანდიდატი ექსპერტად ყოფილიყო წარმოდგენილი ამ დასკვნის შესადგენად, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, აღმოჩნდა, რომ ექსპერტი, რომელმაც დასკვნა შეადგინა, პირდაპირ დაკავშირებულია პოლონეთის მთავრობასთან, კერძოდ, არის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს წევრი.










