
ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოსა და რუმინეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების თამაშს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოსა და რუმინეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების თამაშს დაესწრო. რაგბი ევროპის ნახევარფინალური შეხვედრა ავჭალის სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 53:30 დასრულდა, რითიც „ბორჯღალოსნებმა“ რაგბი ევროპის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. საქართველოს ნაკრებმა უკვე მეოცედ მოიპოვა ანთიმოზ ივერიელის თასი. დღევანდელი მატჩით ალექსანდრე თოდუა და შალვა მამუკაშვილი სანაკრებო კარიერიდან ოფიციალურად










