
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
გია ვოლსკი – სამძიმარზე ელჩების მოსვლამ, შეიძლება, დააბალანსოს ის დუმილი, რომელიც გავიგეთ ევროპული დედაქალაქებიდან, ელჩებს მადლობა
დიდხანს პროპაგანდა მეფობდა, რომ ყველაფერი პრორუსულია, თითქოს ქართული ეკლესიაც პრორუსულია იმის გამო, რომ რუსეთის ეკლესიას არ ლანძღავს, მწვავე განცხადებებს არ აკეთებს. საქართველოს ხელისუფლებასაც პრორუსს უწოდებდნენ იმის გამო, რომ ისეთ დაპირისპირებაში არ შედის, რომელიც ქვეყნისთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ეს ტრენდია, რომელსაც ევროპელი ლიდერები ვერ დაუპირისპირდნენ და გაურკვევლობაშიც ჩავარდნენ.










