
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
უფასო სასადილოებისთვის განკუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით სუს-მა ხუთი პირი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისა და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტები გამოვლინდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულია ხუთი პირი: სამეწარმეო სუბიექტისა და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების ოთხი დირექტორი და კომპანიის ერთი თანამშრომელი. „გამოძიებით დადგინდა, რომ









