
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ევროპული სასამართლო – რუსეთის ავტოკრატიული რეჟიმის არსებობა არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმ კომპანიების აქტივების გასაყინად, რომლებიც ირიბად არიან დაკავშირებული სანქციების ქვეშ მყოფ პირებთან
რუსეთთან დაკავშირებული კომპანიების აქტივების გაყინვისთვის მხოლოდ ავტოკრატიული მმართველობა საკმარისი არ არის, – შესაბამისი გადაწყვეტილება მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა. გადაწყვეტილების თანახმად, სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული ხელისუფლების ორგანოებმა რუსეთის მიერ კონკრეტული კომპანიის ფაქტობრივი კონტროლის დასადასტურებლად მყარი და ობიექტური მტკიცებულებები უნდა წარადგინონ. მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსეთის ავტოკრატიული რეჟიმის არსებობა თავისთავად არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმ კომპანიების აქტივების







