
23 ივლისიდან დღემდე გრუნის სტუდენტური საინვესტიციო ფონდი 11.82%-ით გაიზარდა !
23 ივლისიდან დღემდე გრუნის სტუდენტური საინვესტიციო ფონდი 11.82%-ით გაიზარდა !
ეს არის პირველი სტუდენტური საინვესტიციო ფონდი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად აღმოსავლეთ ევროპაში.
პროექტი ტრეიდერების ჰაბისა და გრუნის უნივერსიტეტის პარტნიორობით შეიქმნა, რათა სტუდენტებს მიეცეთ რეალური გამოცდილება ფინანსურ ბაზრებზე.
პროგრამა 2 სემესტრიან მოდელზეა დაფუძნებული:
პირველ სემესტრში მონაწილეები სწავლობენ სიმულაციურ გარემოში
ხოლო მეორე სემესტრიდან გადადიან რეალურ ბაზარზე, სადაც თავად იკვლევენ, ამზადებენ ანალიზებს და წარადგენენ პრეზენტაციებს არჩეულ აქტივებზე.
მიღწეული შედეგი პირდაპირ ასახავს სტუდენტების გადაწყვეტილებებს, რომლებიც სიღრმისეულ კვლევასა და ბაზრის ანალიზზეა დამყარებული — სწორედ ასე ვითარდებიან ისინი პროფესიულად სწავლის პროცესში.
ტრეიდერების ჰაბი ახალგაზრდებს აძლევს შანსს რეალურ ინვესტიციებზე იმუშაონ და ამ გამოცდილებით არა მხოლოდ საკუთარი პროფესიული უნარები განივითარონ, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ფინანსური განათლების გაძლიერებაში როგორც საქართველოში, ისე მთლიან რეგიონში.
,,GEO NEWS”





