• September

    30

    2024
  • 86
  • 0
23 წლის გიორგი საყურაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის განმარტებით, საყურაშვილი მის მეგობრებსა და ბრალდებულს შორის მომხდარ კონფლიქტში მხოლოდ გამშველებელი იყო

23 წლის გიორგი საყურაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის განმარტებით, საყურაშვილი მის მეგობრებსა და ბრალდებულს შორის მომხდარ კონფლიქტში მხოლოდ გამშველებელი იყო

კონსერვატორიის სტუდენტის, 23 წლის გიორგი საყურაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის, გია შაიშმელაშვილის განმარტებით, საყურაშვილი მის მეგობრებსა და ბრალდებულს შორის მომხდარ კონფლიქტში მხოლოდ გამშველებელი იყო.

პროკურორის განმარტებითვე, ახალგაზრდა, რომელიც მოკლეს, ჩხუბში არ მონაწილეობდა, კონფლიქტი კი ყოფით ნიადაგზე, ბრალდებულის ინიციატივით მოხდა.

„წინარე გარემოება მომხდარი კონფლიქტი და ჩხუბი იყო, რომლის ინიციატორიც ბრალდებული იყო. საყურაშვილს არანაირი მონაწილეობა ამ ჩხუბში არ მიუღია, ის მხოლოდ გამშველებლის სტატუსით იმყოფებოდა, დანის დარტყმამდეც, ამ ბავშვმა ბრალდებულს უთხრა, რომ მის ცემაში მონაწილეობა არ მიუღია და უდანაშაულო იყო. ამის მიუხედავად, ბრალდებულმა მაინც განახორციელა მის სხეულზე დანით ზემოქმედება, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

ჩხუბში რამდენიმე პირი იღებდა მონაწილეობას, საყურაშვილი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ მას ჩხუბში მონაწილეობა, როგორც მოჩხუბარს არ მოუღია. იქ მისი მეგობრებიც იმყოფებოდნენ. პირთა წრის გაფართოებასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, გამოძიება მიმდინარეობს”,- განაცხადა შაიშმელაშვილმა.

ცნობისთვის, კონსერვატორიის სტუდენტის, 23 გიორგი საყურაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ მირიან თოხაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მირიან თოხაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 10-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor