• February

    17

    2025
  • 67
  • 0
ბექა ძამაშვილი – 2003-2012 წლებში დარღვევათა უმეტესობა შეეხება სიცოცხლის უფლებას, წამებას, ამის მაგალითია ოჩიგავას საქმეზე ევროსასამართლოს ტერმინი, რომ წამება იყო სისტემური და სისტემატური

ბექა ძამაშვილი – 2003-2012 წლებში დარღვევათა უმეტესობა შეეხება სიცოცხლის უფლებას, წამებას, ამის მაგალითია ოჩიგავას საქმეზე ევროსასამართლოს ტერმინი, რომ წამება იყო სისტემური და სისტემატური

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა 2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ადამიანის უფლებათა კუთხით სტრასბურგის სასამართლოში დავების შესახებ ისაუბრა.

ბექა ძამაშვილის განმარტებით, იმ დარღვევებიდან, რომლებიც 2003-2012 წლებზე მოდის, უმეტესობა შეეხება ყველაზე მძიმე მუხლებს, სიცოცხლის უფლებასა და წამებას.

ბექა ძამაშვილმა კომისიის სხდომაზე მაგალითად მოიყვანა რამდენიმე, მათ შორის ოჩიგავას საქმე.

„ზოგადი სურათისთვის უნდა ითქვას, რომ იმ პერიოდში, რაც საქართველო არის ევროსაბჭოს წევრი და შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევოპული კონვენცია ჩვენი ქვეყნისთვის არის სავალდებულო, მთლიანობაში 282 საქმეზე არის დარღვევა დადგენილი ევროპული სასამართლოს მიერ. ამ დარღვევების 79 პროცენტი მოდის 2003-2012 წლებზე. პერიოდზე, რომელსაც ეს კომისია იკვლევს. რაც შეეხება ამ სტატისტიკას შინაარსობრივად, თითქმის დარღვევების ნახევარზე მეტი შეეხება ყველაზე მძიმე მუხლებს, მეორე და მესამე მუხლებს, სიცოცხლის უფლებას და წამებას. სხვა ხშირად დარღვეული მუხლები არის უკანონო პატიმრობა, საქმის სამართლიანი განხილვის უფლება სასამართლოში, შეკრება-მანიფესტაციის უფლებების დარღვევა, საკუთრების უფლებების დარღვევა და სხვა. ასევე ერთიანი სურათისთვის შეიძლება ითქვას, რაც გამოკვეთილია ყველაზე ხშირად, არის ის, რომ ამ მონაცემებიდან დაახლოებით ასამდე საქმეა, როდესაც პატიმრების სხვადასხვა უფლება არის დარღვეული ამ მონაცემებიდან. ეს შეეხება ციხეში წამებას, მკვლელობას, არასათანადო პირობებს, არასათანადო მკურნალობას. ჯამში, ასამდე საქმეა ამ მოცემულობიდან, რომელიც ამ პერიოდს ეხება და პენიტენციურ სისტემასთან, პატიმრების უფლებასთან არის დაკავშირებული. შეიძლება ითქვას, რომ დარღვევებისთვის, რაც ამ პერიოდს ემთხვევა, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოუწია, დაახლოებით შვიდი მილიონი ლარი გადაეხადა, რათა ეს დარღვევები აენაზღაურებინა, მოეხდინა მათი კომპენსირება. ეს არის ზოგადი სურათი.

სიცოცხლის უფლების ნაწილი და წამება იყო გამოკვეთილი ამ პერიოდში. საზოგადოებისთვის ცნობილია ისეთი საქმეები, როგორიცაა: გირგვლიანის საქმე, კორტების ოპერაციის საქმე, ნავთლუღის ოპერაციის საქმე, ციხის ბუნტის საქმე. ეს არის საქმეები, სადაც პირდაპირ სიცოცხლის უფლების დარღვევა აქვს ევროპულ სასამართლოს დადგენილი. ასევე წამების მიმართულებით საილუსტრაციო, სამაგალითო საქმე იყო ოჩიგავას საქმე, რადგან მთელი სისტემა შეაფასა ოჩიგავას საქმეში. ეს იყო საქმე, სადაც ევროპულმა სასამართლომ გამოიყენა ტერმინი, რომ წამება იყო სისტემური და სისტემატური. ანუ, მთელი სისტემისთვის დამახასიათებელი და ისეთი, რომელიც ხდებოდა არა ერთჯერადად, არამედ სისტემურად გრძელდებოდა. ოჩიგავას საქმეში არის აღწერილი არა მხოლოდ უშუალოდ მომჩივნის მიმართ წამების რა მეთოდები გამოიყენებოდა, არამედ უფრო ფართოდ, პენიტენციურ სისტემაში რა სისტემური მიდგომა იყო დადგენილი. დაწყებული იქიდან, პატიმარი პირველად როდესაც შედიოდა პენიტენციურ სისტემაში, როგორი მეთოდებით ხდებოდა ეს. იყო ეგრეთ წოდებული საკარანტინო მიღება, ხელ-ჯოხებით ცემა. შემდეგ საკნებში ფეხზე დასადგომი ადგილი არ ჰქონდათ პატიმრებს, არ ჰქონდათ ძილის შესაძლებლობა, ეკრძალებოდათ საუბარი და ასე შემდეგ. თვითონ ოჩიგავას შემთხვევა იყო გამორჩეული, რადგან ადამიანი შევიდა ჯანმრთელი და, სისტემური წამების შედეგად, ის, ფაქტობრივად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გამოვიდა. მას აღარ შეეძლო დამოუკიდებლად გადაადგილება. თავად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია ისეთი შემთხვევა, როდესაც მომჩივანი გააშიშვლეს, ცივი წყალი შეასხეს. მან ცემისგან გონება დაკარგა და როდესაც გონს მოვიდა, მორგში იყო მიცვალებულებზე მიბმული. ეს არის საქმეები, რაც შეიძლება, მაგალითის სახით რამდენიმე გავიხსენოთ დავებიდან, იმ გადაწყვეტილებებიდან, რომლებზეც დარღვევა არის დადგენილი“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor