
25 თებერვალი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამხობის დღეა
25 თებერვალი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა – საბჭოთა ოკუპაციის დღე.
1921 წელს მე-11 წითელი არმია თბილისში შემოიჭრა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გააუქმა.
ეს იყო სამი წლის განმავლობაში მოპოვებული პირველი რესპუბლიკის თავისუფლების დასასრული და 60 წლიანი მძიმე საბჭოთა დიქტატურის დასაწყისი.
ეს დღე სიმბოლურად ასახავს ქართველი ხალხის ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის, ქვეყნის სუვერენიტეტის შეზღუდვას და რეპრესიებს, რომლებიც საბჭოთა რეჟიმის დროს განხორციელდა.
დღეს საქართველო ამ დღეს იხსენებს, როგორც ისტორიული ტრაგედიისა და ბრძოლის გაგრძელების სიმბოლოს, რაც ეროვნული თვითმყოფადობისა და თავისუფლების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საბჭოთა კავშირის მიერ მოკავშირე რესპუბლიკებისთვის მოწყობილი ტერორი ერთმნიშვნელოვნად არ იყო რუსი, უკრაინელი, ყაზახი, აზერბაიჯანელი, ქართველი ან სომეხი ხალხის მიზანმიმართული ქცევის შედეგი, ეს იყო წითელი ტერორი, რომელმაც ყველა ერს გადაუარა და დააზარალა, მათ შორის სხვებზე არანაკლებ ეს დამართა რუსულ ერსაც, ისევე როგორც ჩვენ, რუსებს საიმპერატორო ოჯახი ამოუწყვიტეს, ჩვენ კი კათოლიკოს პატრიარქი დაგვიხვრიტა.
თამთა მაისურაძე
,,GEO NEWS”





