
25 ნოემბერს, გრუნიში დასაქმების ფორუმი გაიმართა
25 ნოემბერს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, გრუნი ანალიტიქსის ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი გაიმართა.
ღონისძიება კლინიკა “კანის” ჰუმანოიდ რობოტის – ეიდენის, მისალმებით გაიხსნა.
ფორუმმა სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, ადგილზევე გაცნობოდნენ :
45-ზე მეტი წამყვანი კომპანიის წარმომადგენელს,
სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობებს,
კომპეტენციებს, რომლებიც ამა თუ იმ პოზიციაზე დასაქმებისთვისაა საჭირო,
გრუნიში, დასაქმების ფორუმი მინიმუმ წელიწადში ორჯერ იმართება და ხელს უწყობს სტუდენტების კარიერულ განვითარებას.
,,GEO NEWS”




