• November

    24

    2024
  • 74
  • 0
25 ნოემბერს პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი საკანონმდებლო ორგანო იქნება

25 ნოემბერს პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი საკანონმდებლო ორგანო იქნება

25 ნოემბერი, დღის 12:00 საათი, სწორედ ამ დროიდან პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში პარლამენტი იქნება, სადაც მე-11 მოწვევის საკანონდებლო ორგანოს პირველი სხდომა უნდა გაიმართოს.

სხვა სხდომებისგან განსხვავებით, ეს იქნება ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი შეკრება, რომლის სხდომას პრეზიდენტი არ დანიშნავს, რადგან დასავლეთიდან მართული სალომე ზურაბიშვილი ევროპელი ლიდერების დაკვეთას ასრულებს და არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს. იმავე არგუმენტით პარლამენტის პირველ სხდომას არ დაესწრებიან ბარიერგადალახული რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. სხდომას არ დაესწრება დიპლომატიური კორპუსიც.

მომდევნო კვირა განსაკუთრებით დატვირთული იქნება საპარლამენტო ცხოვრებაში, რადგან პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ, სკანონმდებლო ორგანომ მთავრობის ოთხწლიანი გეგმა და მთავრობის შემადგენლობა უნდა დაამტკიცოს.

წესით 25 ნოემბრის სხდომაზე გახდება ცნობილი როდის გაიმართება პრეზიდენტის არჩევა, რომელსაც არა მოსახლეობა, არამედ 300 კაციანი კოლეგია აირჩევს. ასევე სწორედ 25 ნოემბერს გაირკვევა ვინ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი. როგორც პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, ,,ქართული ოცნების” მთავარი აქცენტი კანდიდატის პატრიოტიზმი იქნება.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor