• October

    14

    2024
  • 57
  • 0
26 ოქტომბერს მმართველი პარტია, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი მხარდაჭერა აქვს, კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს

26 ოქტომბერს მმართველი პარტია, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი მხარდაჭერა აქვს, კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს

რადიკალების რეზოლუცია და არჩევნებამდე ორი კვირით ადრე უპრეცედენტო შტურმი ქართულ საზოგადოებაზე. ის რაზეც მმართველი პარტია დიდი ხანია საუბრობს დადასტურდა – ბუნდესტაგისა და ევროპარლამენტის რეზოლუციები, რომელიც საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში უხეში ჩარევის მაგალითია.

ბუნდესტაგის რეზოლუციაში ,,უცხოური გავლენის გამჭირვალეობის” შესახებ და ,,ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კანონების გაუქმებაზეა საუბარი.

და თუ ეს არ არის ქვეყნის საქმეებში უხეში ჩარევა, მაშინ ჩნდება ლოგიკური კითხა: რა ,მიზანი აქვს დასავლეთს, როცა კარნახობს საქართველოს ხელისუფლებას რა გააკეთოს. ეს მხოლოდ ერთი რეზოლუციაა. არა ნაკლებ ხმაურიანი აღმოჩნდა ევროპარლამენტის რეზოლუცია, სადაც პირდაპირი მითითებაა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, ასევე რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე და ,,ნაცმოძრაობის” ბელადის სამკურნალოდ უცხოეთში გაგზავნაზე.

საუბარია იმ მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც ორ წელზე მეტია ,,ვივამედის” კლინიკის პალატაში, ხან მოწამლეს, ხან აბსურდული და გამოგონილი ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობით მკურნალობს.

რეზოლუციის ტექსტში ვკითხულობთ, რომ უნდა დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი და ამას ქართულ საზოგადოებას კარნახობს ევროპარლამენტი. თუმცა ,,ქართული ოცნების” ეროვნულ ინტერესებზე მორგებული პოლიტიკით, მსგავსი თავდასხმები და გააქტიურებული ზეწოლები, მარცხისთვისაა განწირული.

26 ოქტომბერს მმართველი პარტია, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი მხარდაჭერა აქვს კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს. რადგან სწორედ მათი პოლიტიკის შედეგია ის, რომ ქვეყანამ 2012 წლიდან დღემდე მშვიდობა, განვითარება და ეკონომიკური ზრდა შეინარჩუნა.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor