• October

    29

    2024
  • 69
  • 0
26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ყველას აჩვენა, რომ საქართველო, არც ერთი ქვეყნიდან არ იმართება და ამ ქვეყნის ბედს მხოლოდ ქართული საზოგადოება წყვეტს

26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ყველას აჩვენა, რომ საქართველო, არც ერთი ქვეყნიდან არ იმართება და ამ ქვეყნის ბედს მხოლოდ ქართული საზოგადოება წყვეტს

როგორც მოსალოდნელი იყო დასავლეთის მხრიდან არჩევნების დასრულების შემდეგ, საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში უხეში ჩარევა გრძელდება. ამჯერად რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი დასაყრდენი მიხაილ როთი ამბობს, რომ ევროკავშირმა არ უნდა აღიაროს საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები. ის ასევე მოითხოვს, დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება არჩევნების დღეს მომხდარი გაყალბების ფაქტებზე.

,,გადაწყვეტილება ახალი არჩევნების შესახებ დამოუკიდებელი ანგარიშის საფუძველზე უნდა იქნას მიღებული. ევროკავშირმა არ უნდა აღიაროს საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები”, -ამის შესახებ სოციალურ ქსელ ×-ზე წერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავჯდომარე მიხაელ როთი.

როთი ამ განცხადებით, ერთი ერთში იმეორებს ოპოზიციის ნარატივს.

დასავლელი ლიდერების მხრიდან გაკეთებული განცხადებები იმის ნიშანია, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და სამშვიდობო პოლიტიკის ვადა გახანგრძლივდა, რასაც არჩევნების შემდგომ, ვერც დასავლეთი და ვერც დესტრუქციული ოპოზიცია ვერ ეგუება.

ამ არჩევნებით ,,ქართველმა ხალხმა” ყველას აჩვენა, რომ საქართველო არც ერთი ქვეყნიდან არ იმართება და ქვეყნის ბედს მხოლოდ ქართველი ხალხი წყვეტს.

რასაკვირველია, როთის განცხადება, რომ არჩევნები გაყალბებულია უსაფუძვლოა, რადგან ეუთო/ოდირის, ასევე, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ, ამბობენ, რომ არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული, რომელმაც მშვიდ, უსაფრთხო და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor