• November

    2

    2024
  • 76
  • 0
26 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველომ მშვიდობის სასარგებლოდ გონივრული არჩევანი გააკეთა, თუმცა აგენტურული ვნებებით შეპყრობილი მოღალატე ოპოზიცია მხოლოდ საკუთარი პატრონების სამსახურშია

26 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველომ მშვიდობის სასარგებლოდ გონივრული არჩევანი გააკეთა, თუმცა აგენტურული ვნებებით შეპყრობილი მოღალატე ოპოზიცია მხოლოდ საკუთარი პატრონების სამსახურშია

არჩევნებიდან თითქმის ერთი კვირის თავზე ურთიერთბრალდებები არ წყდება. სახელისუფლებო გუნდი რადიკალებს სიცრუეში ამხელს და ხმების მოპარვაში ადანაშაულებს. სულ საუბარია, 81 ფაქტზე, როცა მოღალატე და დასავლეთის დაკვეთის შემსრულებელმა ოპოზიციამ ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერები სხვადასხვა რეგიონებში ოპოზიციის დამკვირებლებად ჩაწერა.

ინფორმაცია პროკურატურას მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მმართველმა პარტიამ უკვე მიაწოდა.

არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას კვლავ უნდობლობას უცხადებს დესტრუქციული ოპოზიცია და ე.წ პრეზიდენტი, რომელიც საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით არის დაბარებული.

ეს ძალები ერთის მხრივ არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე საუბრობენ და მტკიცებულებების გასაჯაროვებით იმუქრებიან, მეორეს მხრივ კი, გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ და ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და პროკურატურის დისკრედიტაციით არიან დაკავებულნი.

დასავლეთიდან თუ შეერთებული შტატებიდან არა ერთი მოწოდების მიუხედავად, გამოკითხვაზე, არც პრეზიდენტი მიდის.

არჩევნების შედეგების გაუქმება, ახალი არჩევნების ჩატარება, საერთაშორისო გამოძოების დაწყება, საერთაშორისო წნეხის გაძლიერება სახელისუფლებო გუნდზე და ტრადიციად ქცეული ქუჩის პროტესტი – ეს სამოქმედო გეგმა აირჩიეს რადიკალებმა.

თუმცა დღეს ქართულ საზოგადოებაში, არც პროტესტის მუხტია და არც ის განცდა, რომ მათ ხაფანგს ვინმე წამოეგება, რადგან საზოგადოებამ რეალური არჩევანი 26 ოქტომბერს უკვე გააკეთა და ამ ბნელ ძალებს მტკიცე უარი უთხრა.

ამის ფონზე კი, მათი ერთადერთი ბერკეტი კვლავ იგივე წრეზე სიარული და პარლამენტში არ შესვლის საკითხია.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor