• November

    20

    2025
  • 971
  • 0
,,GEO NEWS”-ის დამფუძნებელი ქეთი ხომერიკი სუს-ის უფროსს მამუკა მდინარაძეს მიმართავს !

,,GEO NEWS”-ის დამფუძნებელი ქეთი ხომერიკი სუს-ის უფროსს მამუკა მდინარაძეს მიმართავს !

წინასიტყვაობა „GEO NEWS“-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებისთვის !

განცხადებები, რომლებიც ეხება სახელმწიფო უწყებების შიდა საქმიანობას, ძალაუფლების შესაძლო გადაჭარბებას ან ჟურნალისტზე ზეწოლის ნიშნებს, განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ისე მედიის თავისუფლების კუთხით. სწორედ ამიტომ, როგორც „GEO NEWS“-ის დამფუძნებელი, საჭიროდ ვთვლი საჯაროდ გამოვიტანო ის გარემოებები, რომლებიც ჩემს ხელთ არსებული ჟურნალისტური წყაროების თანახმად, უკავშირდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების შესაძლო გავლენას სხვა სამართალდამცავ სტრუქტურებზე, აგრეთვე ჩემს პირად და პროფესიულ საქმიანობაზე.

ჩემი განცხადება მიმართულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისადმი, რათა მოხდეს იმ ინფორმაციის ობიექტური შესწავლა, რომლის თანახმადაც, გარკვეული პირები შესაძლოა, სისტემურად ცდილობდნენ ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევას, სამართალდამცავ პროცესებზე ზეგავლენას და ისეთი გადაწყვეტილებების ხელშეწყობას, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება სამართლიანობასა და კანონის მოთხოვნებს.

მოვალეობისა და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობის გამო, ვაცნობ საზოგადოებას ამ საკითხს, რადგან მედიის თავისუფლება, ჟურნალისტის უსაფრთხოება და მოქალაქეთა მიმართ სამართლიანი გამოძიება არ უნდა გახდეს არავის მოსაზრებებზე დამოკიდებული.

ყველა ინფორმაცია, რომელსაც ვასაჯაროებ, მიღებულია სანდო და კონფიდენციალური წყაროებიდან, თუმცა საბოლოო დასკვნა და სამართლებრივი შეფასება სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს ეკუთვნით.

„GEO NEWS“ ყოველთვის ემსახურებოდა და ემსახურება მაღალი სტანდარტის ჟურნალისტიკას, სწორედ ამიტომ საჭიროა, რომ ყველა სახელმწიფო უწყებამ იმავე პრინციპით იმოქმედოს : გამჭვირვალედ, უკანონო ჩარევის გარეშე და სრული პასუხისმგებლობით.

პატივისცემით,
ქეთი ხომერიკი
ინტერნეტგამოცემა „GEO NEWS“-ის დამფუძნებელი

ვასაჯაროვებთ სუს-ის ხელმძღვანელისადმი გაგზავნილ განცხადებას.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს,
ბატონ მამუკა მდინარაძეს
მედია პლატფორმა „GEO NEWS“-ის დამფუძნებლის
ქეთი ხომერიკის
ტელ: 592 53 53 03

განცხადება

ბატონო მამუკა,

გთავაზობთ განცხადებას, რომელსაც ვაკეთებ, როგორც მედია პლატფორმა „GEO NEWS“-ის დამფუძნებელი, ასევე როგორც მოქალაქე, რომელსაც გააჩნია ჟურნალისტური წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შიდა საქმიანობასთან დაკავშირებით.

ჩემი წყაროების მიერ მოწოდებული მონაცემებით, სუს-ში მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე გარკვეული პირები სისტემატურად, სხვადასხვა ფორმით ცდილობენ ჩემი საქმიანობისთვის და რეპუტაციისთვის ზიანის მიყენებას. აღნიშნული ზეგავლენა, წყაროთა მიხედვით, არ არის ერთჯერადი ან შემთხვევითი, ის გულისხმობს მიზანმიმართულ მოქმედებებს, რასაც შეიძლება ჰქონდეს, როგორც პირადი, ისე სისტემური მოტივაცია.

ამის საგულისხმო მაგალითია, რომ არსებული ინფორმაციით, სუს-ის არაოფიციალური ჩარევის შედეგად, შსს-ის გენერალური ინსპექცია აფერხებს ჩემი საჩივრის თაობაზე აღძრული საქმის წარმოების დასრულებას და კანონდამრღვევი პოლიციელის, შსს-ს დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 საამმართველოს უფროსის მოადგილის, პოლკოვნიკ კახაბერ რაზმაძისადმი შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას და თანამდებობაზე ტოვებენ პიროვნებას, რომელიც სახიფათოა საზოგადოებისათვის. საყურადღებოა, რომ პოლკოვნიკი რაზმაძე უტიფრად იტყუება და აცხადებს, რომ არის დეპუტატ დიტო სამხარაძის მეგობარი, სარგებლობს მისი მფარველობით და ვერავინ ვერაფერს დააკლებს.

განსაკუთრებით მაწუხებს ბოლო პერიოდის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, იმავე პირებმა მოახდინეს პირდაპირი და უკანონო ზეგავლენა პროკურატურის შესაბამისს ორგანოებზე, იმ მიზნით, რომ შეწყვეტილიყო სისხლის სამართლის საქმე, რომელიც წარმოებდა ნატო კერესელიძის წინააღმდეგ სიღნაღის რაიონულ პროკურატურაში. საქმე ეხებოდა ჩემი მეუღლის, ირაკლი კერესელიძის, სამკვიდრო ქონების, საგარეჯოს რაიონ სოფელ ხაშმში მდებარე მიწის ნაკვეთის მიტაცების ფაქტს.

მოგეხსენებათ, ჟურნალისტის უფლებაა, გააკეთოს განცხადება იმ მონაცემების საფუძველზე, რაც მას მიაწოდეს სანდო წყაროებმა. თუმცა, სახელმწიფოს ინტერესებშია, რომ მსგავსი საკითხები იყოს გამჭვირვალედ და ობიექტურად განხილული, რათა არ წარმოიშვას ეჭვი სახელმწიფო სტრუქტურების კერძო ინტერესებში ჩარევასა და საგამოძიებო ორგანოებზე ზეწოლასთან დაკავშირებით.

მოგმართავთ თქვენ, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს :

1. მოახდინოთ სამსახურში შესაბამისი შიდა გადამოწმება, ხომ არ ჰქონდა ადგილი სუს-ის თანამშრომელთა მიერ პროკურატურაზე ზემოქმედების მცდელობას ;

2. უზრუნველყოთ ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოება, თუ მოქმედებები, რომელთა შესახებაც მაქვს ინფორმაცია, რეალურ საფრთხეს ქმნის ;

3. მოახდინოთ პროკურატურის ორგანოების მიმართ ზეწოლის აღკვეთა და საპროკურორო საქმიანობაში ჩარევის შეწყვეტა.

ვინაიდან მედია პლატფორმა „GEO NEWS” ყოველთვის ახორციელებდა საქმიანობას კანონისა და ჟურნალისტური ეთიკის სრული დაცვით, ასევე მოველი, რომ სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურებიც იმავე სტანდარტით უზრუნველყოფენ სამართლიანობას, მიუკერძოებლობას და პასუხისმგებლობას.

წინასწარ მადლობა ყურადღებისთვის და იმედი მაქვს, რომ საკითხი მიიღებს ობიექტურ, მიუკერძოებელ და კანონით განსაზღვრულ რეაგირებას.

პატივისცემით,
ქეთი ხომერიკი
მედია პლატფორმა „GEO NEWS“-ის დამფუძნებელი

18.11.2025

,,GEO NEWS”

 

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor