
ექსკლუზივი : ვახტანგ ბუცხრიკიძის მიერ სამკვიდრო ქონების მითვისებით და ფასის შემცირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დაინტერესდება ?
წინასიტყვაობა ხაშმის სახლის მიტაცების ამბავის „GEO NEWS”-ის პლატფორმაზე განსათავსებლად !
სახელმწიფო ინტერესების, მოქალაქეთა საკუთრების დაცვისა და სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფისთვის, უკიდურესად მნიშვნელოვანია ყველა ის საკითხი, სადაც არსებობს ეჭვი ფინანსური მანიპულაციების, საგადასახადო ვალდებულებების შესაძლო დარღვევისა და კერძო საკუთრების მოტყუებით ჩამორთმევის ნიშნებზე.
ამ მიზნით, მე, ქეთი ხომერიკი ,,GEO NEWS”-ის დამფუძნებელი და ირაკლი კერესელიძის უფლებამოსილი წარმომადგენელი, საჯაროდ ვაცხადებ შემდეგს : დღეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს წარვუდგინეთ ოფიციალური საჩივარი, რომელიც დაფუძნებულია მრავალწლიანი ფაქტობრივი გარემოებების იმ მონაცემთა ერთობლობაზე, რომლებიც, ჩვენი შეფასებით, შეიცავს სისხლისსამართლის დანაშაულის აშკარა ნიშნებს – განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის შესაძლო დამალვის, საკუთრების მოტყუებით განკარგვისა და მესამე პირებზე ფორმალური გარიგებების განხორციელების გზით კანონით დაცული ინტერესების დარღვევის კუთხით.
საუბარია, 2024 წელს განხორციელებულ ქონებრივ ოპერაციაზე, სადაც ირაკლი კერესელიძის კანონიერ სამკვიდრო წილზე უფლებები, შესაძლო თაღლითური სქემით, უგულებელყოფილი აღმოჩნდა. კერძო საკუთრების უფლების დარღვევასთან ერთად, საქმის მასალებში იკვეთება სახელმწიფოს ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი გადასახადების თავიდან არიდების სავარაუდო ნიშნებიც.
წარდგენილი განცხადებით, მოვითხოვთ ამ ფაქტების ობიექტურ, ნაწილობრივად თუ სრულად დაფარულ გარემოებათა სრულყოფილ შესწავლასა და კანონიერ შეფასებას. აღნიშნული საკითხი არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის პირადი პრობლემა, მას გააჩნია აშკარა საზოგადოებრივი მნიშვნელობა, ვინაიდან ეხება სისტემურ რისკებს :
კერძო პირების ნათესაური და ფორმალური წარმომადგენლობით შესრულებული გარიგებების უკანონო პრაქტიკას, ფინანსური გამჭვირვალობის ნაკლს, და ყველაზე მთავარს, მოქალაქის კანონიერი საკუთრების უფლების ხელყოფას.
მართალია, სამართლიანობის აღდგენის პროცესი ხშირად რთული და ხანგრძლივია, თუმცა საზოგადოებისთვის გამჭვირვალე კომუნიკაცია და მსგავსი შემთხვევების გახმოვანება აუცილებელია იმისათვის, რომ მსგავსი პრაქტიკები მომავალში აღარ განმეორდეს.
ამიტომაც მივმართავთ, როგორც საგამოძიებო უწყებებს, ასევე საზოგადოებას, ხელი შევუწყოთ სამართლებრივი პროცესის მიმდინარეობას, ვინაიდან თითოეული ასეთი შემთხვევა თემის მიღმა გასვლას არ საჭიროებს, არამედ ინტენსიურ საზოგადოებრივ კონტროლს და სამართლიანი მექანიზმების სრულად ამოქმედებას.
პატივისცემით,
ქეთი ხომერიკი – ,,GEO NEWS”-ის დამფუძნებელი
ირაკლი კერესელიძის წარმომადგენელი
19.11.2025 წელი
წარმოგიდგენთ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შეტანილ საჩივარს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურს
ქეთი ხომერიკი – ირაკლი კერესელიძის წარმომადგენელი
ტელ: 592 53 53 03
საჩივარი
ფაქტების შეტყობინება და გამოძიების დაწყების მოთხოვნა ქონებრივი უფლებების შესაძლო მოტყუებით დარღვევისა და სახელმწიფოსთვის შემოსავლის დამალვის სავარაუდო ქმედებებთან დაკავშირებით.
მოგმართავთ მოქალაქე ირაკლი კერესელიძის სახელითა და მისი წარმომადგენლის სტატუსით იმ გარემოებების საფუძველზე, რომლებიც, ჩვენს განკარგულებაში არსებული ინფორმაციით, შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და საჭიროებს საგამოძიებო სამსახურის დაუყოვნებლივ ჩარევას.
კერძოდ, 2014 წლის ზაფხულში, ნატო კერესელიძემ, რომელის შვილებზეც ინგა და გია კერესელიძეებზე ( ირაკლი კერესელიძის ნახევარი და და ძმა ) ირაკლი კერესელიძის ოჯახის საკუთრებაში არსებული ბაბუის საადგილმამულო ქონება იყო ფორმალურად რეგისტრირებული, ფაქტობრივად განახორციელა აღნიშნული ქონების ( საცხოვრებელი სახლისა და მის მიმდებარე მიწის ნაკვეთის ) გაყიდვა მესამე პირზე, ვინმე ივანე ელბაქიძეზე, რომელიც ჩვენს მონაცემთა მიხედვით წარმოადგენდა ,,TBC” ბანკის გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის, ფორმალურ /ქაღალდზე ცრუ მაგიერ წარმომადგენელს.
ამ ფაქტით მოხდა ირაკლი კერესელიძის სავალდებულო სამკვიდრო წილის სხვა პირზე გასხვისება ისე, რომ მისთვის, არც გარიგების ფაქტი ყოფილა ცნობილი და არც გარიგების შედეგად მიუღია რაიმე სარგებელი.
ჩვენთვის ცნობილი გარემოებების მიხედვით :
1. რეალური გაყიდვის ღირებულება მნიშვნელოვნად აჭარბებდა ხელშეკრულებაში მითითებულ 30 000 ( ოცდაათი ათასი ) ლარს და მიაღწია დაახლოებით 100 000 ( ას ათას ) აშშ დოლარს, რაც ჩვენი შეფასებით, მიუთითებს გამიზნულ შემოსავლების დაფარვაზე და სახელმწიფოსთვის გადასახადების თავიდან არიდებაზე.
2. რეალური თანხის მნიშვნელოვანი ნაწილის დამალვით, სავარაუდოდ, მოხდა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შემოსავლის დეკლარირების ვალდებულების დარღვევა, რაც ქმნის განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებისთვის თავის არიდების შესაძლო ნიშნებს ( საქართველოს სისხლისსამართლის კოდექსის 218-ე მუხლი ) .
3. აღნიშნული გარიგება განხორციელდა ისე, რომ ირაკლი კერესელიძე დარჩა საკუთარი ბაბუის სამკვიდრო ქონებაში მის კანონიერ–პროპორციულ წილზე უფლების გარეშე, რაც ქმნის ქონებრივი უფლებების მოტყუებით დარღვევის ( სსკ 180-ე მუხლი – თაღლითობა ) შესაძლო ნიშნებს.
4. შემდგომში, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვახტანგ ბუცხრიკიძემ მოახდინა ბაბუისეული სახლის დანგრევა და ტერიტორიაზე კერძო ფაზენდის მოწყობა, რაც კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, რომ ქონება რეალურად შეიძინა სწორედ მან, თუმცა ფორმალურად სხვა პირზე იყო გაფორმებული.
სათანადო სამართლებრივი მოთხოვნა – ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, გთხოვთ :
1. დაიწყოს გამოძიება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაძლო დარღვევის ნიშნებზე, მათ შორის :
სსკ 218-ე მუხლი – გადასახადებისთვის თავის არიდება;
სსკ 180-ე მუხლი – თაღლითობა;
2. მოხდეს გარიგების ფინანსური გარემოებების სრულყოფილი შესწავლა, მათ შორის :
ქონების რეალური საბაზრო ღირებულების დადგენა;
მხარეთა შორის არსებული ფინანსური ნაკადების, ანგარიშების და შესაძლო ფარული ან დამატებითი ანგარიშსწორების გამოკვლევა;
ფორმალურ და არაოფიციალურ წარმომადგენლობასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენა.
3. დაითვალოს და სამართლებრივად შეფასდეს :
ქონების შესაძლო ფარული შემოსავლის ნაწილი;
შესაძლო ზარალი, რომელიც მიადგა, როგორც ირაკლი კერესელიძეს, ასევე სახელმწიფოს.
4. დაზარალებულად ცნობის საკითხის განხილვა :
ირაკლი კერესელიძის მიმართ, ვინაიდან ქონების რეალური ღირებულების დამალვამ და მოტყუებით გაყიდვამ მას ჩამოართვა კანონიერად მიკუთვნებული წილი.
აღნიშნული საქმის ხასიათიდან გამომდინარე, არსებობს მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობა, ვინაიდან სავარაუდო სამართალდარღვევები მოიცავს, როგორც კერძო პირის საკუთრების უფლების დარღვევას, ასევე სახელმწიფოს ფინანსურ ინტერესებსა და გადასახადების თავიდან არიდებას.
გთხოვთ, კანონით დადგენილ ვადებში განიხილოთ ჩემი განცხადება და დამიბრუნოთ წერილობითი პასუხი.
პატივისცემით,
ქეთი ხომერიკი
( ირაკლი კერესელიძის წარმომადგენელი )
19.11.2025 წელი
დანართები: ხელშეკრულება ქონების 30 000 ლარად შეძენის თაობაზე;
უფლებამოსილების დამადასტურებერლი მინდობილობა;
( გაგრძელება იქნება )
ქეთი ხომერიკი
,,GEO NEWS”





