
34 წელი საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან
დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალები, დაარსებიდან 34-ე წლისთავს აღნიშნავს. იუბილეს აღსანიშნავად, საზეიმო ღონისძიება, ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
საზეიმო ღონისძიებას, ესწრებოდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან და საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ატაშეებთან ერთად.
ინფორმაციისთვის, 1990 წლის დეკემბერში, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები – ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმიის შემდგომი განვითარება ეროვნული გვარდიის საფუძველზე განხორციელდა. 1991 წლის 24 აპრილს, საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა გამოსცა განკარგულება, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს, არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო- სწორედ ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი.




