
7 ნოემბერს ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ იხსენებს ,,ნაცხროვის” სისხლიან რეჟიმს
2007 წლის 7 ნოემბერი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე ქართული მედიის ისტორიაში. მაშინდელი ხელისუფლების სისხლიანი რეჟიმის შემოქმედებმა იერიში თავისუფალ მედიაზე მიიტანეს.
დღეს ტელეკომპანია ,,იმედი”-ს დარბევიდან 17 წელი გავიდა. სწორედ ამ ფორმით დაუპირისპირდა ,,ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლება მისთვის მიუღებელ და კრიტიკულ მედიას, რომელიც მაშინდელ საქართველოში თავისუფლების ბოლო წერტილი იყო.
სპეცდანიშნულების რაზმმა დაარბია ტელევიზია, ფიზიკურად გაუსწორდა არხის თანამშრომლებს, დააზიანეს ტელევიზიის მილიონობით ლარის აპარატურა და არხი სატელევიზიო ანძიდან გათიშეს.
მოგვიანებით, ტელევიზია კანონიერ მფლობელს ბადრი პატარკაციშვილს ჩამოართვეს, მედია კი მის რეალურ მფლობელს მხოლოდ 2012 წელს ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლის შემდეგ დაუბრუნდა. თუმცა ტელეკომპანია ,,იმედი”-ს დარბევას წინ საპროტესტო აქციები უძღოდა 7 ნოემბერს რიყესა და სხვადასხვა ლოკაციაზე მაშინდელი პრეზიდენტის და ამჟამად ბრალდებული სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით შეკრებილ მშვიდობიან დემოსტრანტებს სამართალდამცავები დაუპირისპირდნენ და აქციის მონაწილეებს უმოწყალოდ უსწორდებოდნენ. მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ იყენებდნენ რეზინის ტყვიებს, წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს.
აქციები მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადადომის მოთხოვნით იმავე წლის 3 ნოემბერს დაიწყო. სააკაშვილის რეჟიმით გაბრაზებულმა ხალხმა პარლამენტთან კარვები გაშალა, თუმცა მოვლენების კულმინაცია 7 ნოემბერი იყო, რამაც სააკაშვილის რეჟიმი ხერხემალში გადატეხა. ქვეყანაში 15 დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, სააკაშვილი გადადგა და ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა.
საქართველოს საზოგადოება ვერასდროს დაივიწყებს ამ სახის ტერორს და ქართული სულის ჩაკვლის მცდელობებს, ეს მათ არასოდეს ეპატიებათ.
ირაკლი გუნია





