• August

    6

    2024
  • 125
  • 0
თბილისში აფხაზეთიდან დევნილებს ტექნიკა-დანადგარები გადაეცათ

თბილისში აფხაზეთიდან დევნილებს ტექნიკა-დანადგარები გადაეცათ

თბილისში აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს დასაქმების ხელშეწყობის, სამეწარმო საქმიანობის განვითარების, წახალისებისა და გაუმჯობესების მიზნით, ტექნიკა-დანადგარები, მინი-ტრაქტორები და პროფესიულ-ტექნიკური ინვენტარი გადაეცათ.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, სამინისტროს და ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, კონკურსის წესით შერჩეულ აფხაზეთიდან დევნილ, 31 აქტიურ მეწარმეს ტექნიკა-დანადგარები ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს პროგრამების – „დასაქმების ხელშეწყობისა“ და „დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერების“ ფარგლებში გადასცა.

„სწორედ ეს ადამიანები არიან მაგალითი სხვა ჩვენი დევნილი მოქალაქეებისთვის, თავიანთი პროფესიული საქმიანობით გაიუმჯობესონ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, უფრო მეტი აქტიურობით ჩაერთონ სამეწარმეო საქმიანობაში, რასაც ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს მათთვის, შესაბამისი პროექტების შეთავაზებით.

წარმატებას ვუსურვებ თითოეულ მათგანს და მჯერა, რომ ეს პროექტი იქნება კიდევ ერთი კარგი ნაბიჯი მათი დასაქმების ხელშეწყობისთვის და ეკონომიკური მდგომარეობის განვითარებისთვის,“ – განაცხადა დავით ფაცაციამ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor