• September

    24

    2024
  • 54
  • 0
ილია დარჩიაშვილი – გაერო-ს გენერალური მდივანი ყოველთვის გამოხატავს პოზიციას, რომ საქართველო ძალიან თანმიმდევრულად ახორციელებს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს

ილია დარჩიაშვილი – გაერო-ს გენერალური მდივანი ყოველთვის გამოხატავს პოზიციას, რომ საქართველო ძალიან თანმიმდევრულად ახორციელებს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრება გაერო-ს უმაღლესი დონის დებატებს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, რაც ყოველთვის არის უმნიშვნელოვანესო პლატფორმა იმისთვის, რომ გავაჟღეროთ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ნიუ იორკში ჟურნალისტებს განუცხადა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მომავლის სამიტში საქართველოს მთავრობის მეთაურის მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა გამოსვლა მომავლის სამიტის ფარგლებში. ამ სამიტის ინიცირება მოხდა გენერალური მდივნის მიერ და ეს სამიტი ემსახურება ერთ მთავარ მიზანს, რომ კიდევ უფრო მეტად მოხდეს საერთაშორისო საზოგადოებასთან, საერთაშორისო თანამეგობრობასთან კოორდინირება, რათა ვიცხოვროთ უკეთეს და მშვიდობიან სამყაროში. შესაბამისად, მომავლის სამიტი ეძღვნებოდა სწორედ ამ უფრო მჭიდრო კოორდინაციას ქვეყნების, საერთაშორისო თანამეგობრობის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობა. მას ჰქონდა ძალიან საინტერესო გამოსვლა. საუბრობდა იმ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყნის მხრიდან მომდინარეობს. ასევე, დღეს გაგრძელდა პრემიერ-მინისტრის სამუშაო დღე“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილი გაერო-ს გენერალურ მდივანთან ირაკლი კობახიძის შეხვედრასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ანტონიო გუტიერეშმა ცალსახად გამოხტა პოზიცია, რომ გაერო არის ძალიან ძლიერი მხარდამჭერი იმ გამოწვევების მიმართულებით, რომელიც აქვს საქართველოს.

„შემდგომი ფორმატი იყო მისი ორმხრივი შეხვედრა გაერო-ს გენერალურ მდივანთან. გაერო-ს გენერალური მდივანი ყოველთვის ცალსახად გამოხატავს იმას, რომ საქართველოსთვის გაერო არის ძალიან ძლიერი მხარდამჭერი იმ გამოწვევების მიმართულებით, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას; პირველ რიგში ტერიტორიული მთლიანობა და მიმდინარე ოკუპაცია. გაერო არის ჩვენი ძალიან ძლიერი მხარდამჭერი, როდესაც საკითხი ეხება ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს. იცით, რომ გაერო ასევე მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებშიც და ჩვენ ყოველთვის გვაქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა როგორც გენერალური მდივნის, ისე გაერო-სი. შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მისამართით და ზოგადად, გაერო-ს გენერალური მდივანი ყოველთვის გამოხატავს თავის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან თანმიმდევრულად ახორციელებს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს და მისი მხრიდან ყოველთვის არის გამოხატული მხარდაჭერა ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის. გვქონდა შესაძლებლობა ეს მოგვესმინა. ძალიან საინტერესო დისკუსია ჰქონდათ პრემიერ-მინისტრს და გაერო-ს გენერალურ მდივანს და ვფიქრობ, რომ ამ კომუნიკაციას, ამ შეხვედრას ძალიან ძლიერი იმპულსები ექნება იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიეროთ გაერო-სა და გაერო-ს სხვადასხვა ორგანიზაციებთან ჩვენი მომავალი თანამშრომლობა“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს გუშინ შეხვდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor