• September

    21

    2023
  • 157
  • 0
გია ვოლსკი : არ არის აუცილებელი, ბანკიდან წასული ადამიანები ოპოზიციურ სცენარზე იყვნენ დამოკიდებული, მაგრამ მათი დამოკიდებულება საკითხის მიმართ ისეთია, როგორიც აქვს გიორგი ვაშაძეს, ლევან ხაბეიშვილს

გია ვოლსკი : არ არის აუცილებელი, ბანკიდან წასული ადამიანები ოპოზიციურ სცენარზე იყვნენ დამოკიდებული, მაგრამ მათი დამოკიდებულება საკითხის მიმართ ისეთია, როგორიც აქვს გიორგი ვაშაძეს, ლევან ხაბეიშვილს

ნათია თურნავას გადადგომის მოთხოვნა არის არასწორი, პოლიტიკურად მოტივირებული და იმ რევოლუციურ კონტექსტში ჯდება, რაზეც გიორგი ვაშაძემ ისაუბრა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკიმ აღნიშნული კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ვნანობ ნათია თურნავას წარდგენას, ბოდიშს ვიხდი ამისთვის, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა ვერ დაიცვა, უნდა გადადგეს“.

ვოლსკის თქმით, არ არის აუცილებელი, ბანკიდან წასული ადამიანები ოპოზიციურ სცენარზე იყვნენ დამოკიდებული, მაგრამ მათი დამოკიდებულება საკითხის მიმართ ისეთია, როგორიც აქვს გიორგი ვაშაძეს, ლევან ხაბეიშვილს.

„დამოკიდებულებებია ერთნაირი, თორემ არავის ვადანაშაულებ, გარდა იმ ადამიანების, რომლებიც პირდაპირ აცხადებენ, რომ რევოლუციაა გზა, სისხლისღვრა და იარაღი. მიკვირს, ამის მიმართ ნეგატიურად განწყობილი რატომ არ ხართ? ფაქტია, მოტივი ერთია – ისე შეარყიონ სიტუაცია, რომ პანიკა გამოიწვიონ და ეს პირველად არ ხდება. დესტაბილიზაცია და ხშირი აქციები პირდაპირ ურტყამს ვალუტის კურსსაც, ინვესტიციებსაც, ეკონომიკურ მაჩვენებლებსაც. ეკონომიკურ ზრდას 5 პროცენტს ველოდით და 6.5 პროცენტიანი ზრდა უნდა იყოს, რაც მათთვის ისტერიკის ტოლფასია. აქედან გამომდინარეობს ყველა მავნებლობა, რომელიც ჩამოაყალიბეს. არ ვამბობ, რომ ამ სამი ადამიანის გადადგომა წინასწარ მოფიქრებულია და ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ სურათი გვიჩვენებს, რომ ამის საფუძველი მაქვს, რომ ვთქვა. ყველაფერი, რაც ხდება, ზუსტად იმ სცენარით მიდის, რაზეც არაერთხელ გვილაპარაკია, რაზეც სუს-ი ლაპარაკობს და თვეებია ვსაუბრობთ. ოპოზიციის მიზანია დესტაბილიზაცია, რომელიც სააკაშვილმა დასახა და რადიკალურ ოპოზიციაში სხვა ამოცანა არ არსებობს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor