• September

    30

    2024
  • 72
  • 0
დიმიტრი პესკოვი – დასავლეთი აიძულებს რუსეთს, მზად იყოს ბირთვული დოქტრინის დებულებების განსახორციელებლად

დიმიტრი პესკოვი – დასავლეთი აიძულებს რუსეთს, მზად იყოს ბირთვული დოქტრინის დებულებების განსახორციელებლად

დასავლეთის მზარდი ჩართულობა უკრაინის კონფლიქტში რუსეთისგან განახლებული ბირთვული დოქტრინის დებულებების განხორციელებისთვის მზადყოფნას მოითხოვს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„დასავლეთის მზარდი ჩართულობის ფონზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, მზად უნდა ვიყოთ მათ განსახორციელებლად“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, ამ დებულებების ამოქმედების კონკრეტული მიზეზების დადგენა რუსი სამხედროების კომპეტენციაშია.

„ისინი ყურადღებით ადევნებენ თვალყურს, თუ რომელი იარაღი გამოიყენება და როგორ. სწორედ ისინი აფიქსირებენ კოლექტიური დასავლეთის ქვეყნების უშუალო ჩართულობას უკრაინის კონფლიქტში და ყურადღებას არ მოადუნებენ“, – აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებები შეიტანა. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მოსკოვი ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას იტოვებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთსა და ბელარუსს „კრიტიკული საფრთხე“ მოწინააღმდეგის მიერ ჩვეულებრივი შეიარაღების გამოყენებითაც შეექმნებათ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor