
მადამ არაკონსტიტუციურობა შეწყალების ჰუმანურ ინსტიტუტს პირადი, პოლიტიკური და კორუფციული მიზნებით იყენებს ?
საქართველოში შეწყალების უფლება ყველა პრეზიდენტის პირობებში იყო პრობლემური, თუმცა ის რასაც ზურაბიშვილი აკეთებს ყველა ზღვარსაა გაცდენილი.
შეწყალების უფლებას საქართველოში სამწუხაროდ ყოველთვის თან ერთვოდა პირადი თუ ოჯახური გავლენებისა და აღებ მიცემობის მთელი ,,ბიზნესი” . რა თქმა უნდა, ამ მხრივ საზოგადოებისათვის კარგადაა ცნობილი არაერთი სკანდალი შეწყალების თემაზე. თუმცა, როგორც არ უნდა ყოფილიყო, წინარე პრეზიდენტების მიკერძოების მიუხედავად, ისინი საკუთარი ინტერესების იქითაც ზოგჯერ იწყალებდნენ გარკვეული რაოდენობის პატიმრებს და არსებობდა შანსი იმისა, რომ ის მსჯავრდებულებიც შეეწყალებინათ, ვისაც ეს სამართლიანად ეკუთვნოდა….
მადამ ანტიცონსტიტუციურობის დროს კი, შეწყალება წმინდად ჰუმანური აქტიდან გადაიქცა მხოლოდ პოლიტიკური და პირადი კორუფციული ინტერესების დაკმაყოფილების ინსტრუმენტად, რასაც ზურაბიშვილი უკიდურესი მიკერძოებით იყენებს და პატიმრებს იწყალებს, ან ერთპიროვნოლად პოლიტიკური სიმპატიებისა და საჭიროების, ან სავარაუდოდ, ახლო წრის კორუფციული ინტერესების ჭრილში და თუ პირი ამ ორ კატეგორიაში არ ხვდება – მას შეწყალების შანსი ნული აქვს.
ზემოაღნიშნოლის დასადასტურებლად მარტივი მაგალითების გახსენებაა საჭირო:
ზურაბიშვილმა შეიწყალა უმძიმესი დანაშაულების ჩამდენი პირები ( მათ შორის პოლიციელის მკვლელი ) ისე, რომ ამ მსჯავრდებულებს დანიშნული სასჯელის მეოთხედიც კი, არ ჰქონდათ მოხდილი ( აშკარად კორიფციული რისკების შემცველი ქმედება ) და მეორე შემთხვევაში, შეიწყალა წმინდად პილიტიკური პრეფერენციებით (უგულავა, გვარამია, ე.წ.ჯენზის აქტივისტები ).
საქართველოს კონსტიტუცია განმარტავს, რომ ,,პრეზიდენტი შეიწყალებს მსჯავრდებულებს”, რაც ამ სამართლებრივი ნორმის მხოლოდ ერთგვაროვანი ნორმატიული გაგების შესაძლებლობას ტოვებს, კერძოდ კი იმას, რომ ერთიანი დადგენილი და სამართლიანი კრიტერიუმების ფარგლებში შეწყალება უნდა შეეხოს ყველას და არა მხოლოდ, ზურაბიშვილის პირადი პრეფერენციებით შერჩეულ პირებს – პოლიტიკური, თუ სავარაუდო კორუფციული ინტერესის გამო.
როგორც ევროსასამართლოს რამდენიმე მოსამართლემ აღნიშნა საკუთარ თანხვედრ მოსაზრებაში საქმეზე ,,სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ” 2014 წლის მაისში, რომლითაც დადგინდა, რომ საქართველოს კიდევ ერთი შერყეული ექს-პრეზიდენტი სასჯელს საქართველოს ციხეში სრულად ევროპული სტანდარტის განაჩენებით იხდის – ,,შეწყალების ინსტიტუტი თავისი არსით მონარქიული შუასაუკუნეების გადმონაშთია და მისი დატოვება მხოლოდ ერთი ადამიანის ( პრეზიდენტის ) ხელში არბიტრალურობის რისკებს ზრდის”.
ჩვენი აზრით, ზურაბიშვილის ხელში ამ ინსტრუმენტის არსებობა მხოლოდ პოლიტიკური ქაოსის, არასტაბილურობისა და პირადი კორუფციული ინტერესების დაკმაყოფილებას ემსახურება. საბოლოო ჯამში, გამოდის ისე, რომ სალომე ზურაბიშვილი ახდენს საქართველოს კონსტიტუციის დაცინვას, როცა აკეთებს იმას, რაც მას ეკრძალება (უნებართვო უცხოური ვიზიტები, ქარტია, რომლითაც ახალი პრემიერი მან უნდა შეარჩიოს დ.ა.შ. ) და არ აკეთებს იმას, რაც მას ევალება, სამართლიანად და გამჭვირვალედ არ იწყალებს მსჯავრდებულებს.
საქართველოს არაერთი ვაგლახი პოლიტიკოსი ჰყავდა და ახლაც ჰყავს, თუმცა ისეთი, რომელიც, ერთისმხრივ მშობლიური ენის უცოდინარი აროგანტული უვიცი იყოს და მეორეს მხრივ, მცირედი კეთილშობილება და სიკეთის მადლი არ გააჩნდეს და თან ქვეყნის პრეზიდენტი ერქვას, თუნდაც PRO FORMA , ეს უბედურება ქვეყანას პირველად სჭირს და დიდი იმედი გვაქვს უკანასკნელად.
( გაგრძელება იქნება )
თამთა მაისურაძე, ქეთი ხომერიკი





