• October

    30

    2024
  • 84
  • 0
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აშენებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური – „ხობი 2 ჰესი“ ექსპლუატაციაში შევიდა

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აშენებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური – „ხობი 2 ჰესი“ ექსპლუატაციაში შევიდა

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აშენებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური – „ხობი 2 ჰესი“ ექსპლუატაციაში შევიდა.

ჰესის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას საქართველოს ეკონომიკის კიდევ უფრო განვითარებისა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მეტად გაძლიერების პროცესში და ინვესტორი კომპანიის – „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგიას“ წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

ჰესის დადგმული სიმძლავრე 44,5 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის გამომუშავება – 202 მლნ კვტ/სთ-ია.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მთავრობის ამბიციური მიზანია, 2030 წლისთვის საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავებამ მოხმარების მაჩვენებელს გადააჭარბოს.

„ეკონომიკურ ზრდას თან უნდა სდევდეს ჩვენი ენერგეტიკული რესურსების გაძლიერება და ამ კუთხით ასეთი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია. 2012 წლისთვის ჩვენი ელექტროენერგიის გამომუშავება შეადგენდა 3359 მეგავატს, 4600 მეგავატამდეა გაზრდილი დადგმული სიმძლავრის მოცულობა გასული 12 წლის განმავლობაში. ანუ, 37%-ით გაიზარდა ჩვენი ენერგეტიკული რესურსები. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ 2028 წელს 8000 მეგავატს გადააჭარბოს დადგმული სიმძლავრის მოცულობამ, ხოლო 2030 წლისთვის უკვე 10 000-ს გადააჭარბოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურს „ხობი 2 ჰესის“ დამფუძნებელმა ლაშა იორდანიშვილმა ჰიდროელექტროსადგური დაათვალიერებინა და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ღონისძიებას აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor