• October

    30

    2024
  • 75
  • 0
თერჯოლაში იუსტიციის სახლი გაიხსნა

თერჯოლაში იუსტიციის სახლი გაიხსნა

თერჯოლაში იუსტიციის სახლი გაიხსნა. იუსტიციის სახლის 123-ე ფილიალი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში, ლევან ზალკალიანმა გახსნეს. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყებს ცნობით, თერჯოლის იუსტიციის სახლი მოქალაქეებს თანამედროვე და კომფორტულ გარემოში მიაწვდის 500-ზე მეტ სერვისს.

„თერჯოლის იუსტიციის სახლში განთავსებულია სპეციალური სივრცე ქორწინების საზეიმო ცერემონიისათვის. ფილიალი სრულად არის მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს. ახალ იუსტიციის სახლში 15-მდე ადგილობრივი პირია დასაქმებული. ფილიალში განთავსებულია იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების ოფისებიც. სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია, რასაც საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს; 2028 წლისთვის მათი რიცხვი 133-ს მიაღწევს, რაიონული ცენტრებისაგან მოშორებით მცხოვრებ მოქალაქეებს კი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 90 სოფელში ემსახურება ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“.

უშუალოდ იმერეთის რეგიონში 26 იუსტიციის სახლია, მობილური იუსტიციის სახლი კი რეგიონის 15 სოფელს ფარავს. იუსტიციის სახლი ქუთაისის №6 პენიტენციურ დაწესებულებაშიც ფუნქციონირებს. ფილიალების მუშაობა ციხის ტერიტორიაზე ქართული ინოვაციაა და მას ანალოგი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ აქვს. იუსტიციის სახლის გახსნას ესწრებოდნენ, ასევე, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სსიპ-ების ხელმძღვანელები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor