• October

    31

    2024
  • 74
  • 0
დონალდ ტრამპი – ჯო ბაიდენმა ჩვენს მხარდამჭერებს ნაგავი უწოდა, ჩემი პასუხი მარტივია, შენ ვერ უხელმძღვანელებ ამერიკას, თუ არ გიყვარს ამერიკელები, ვერ იქნები პრეზიდენტი, თუ გძულს ამერიკელი ხალხი

დონალდ ტრამპი – ჯო ბაიდენმა ჩვენს მხარდამჭერებს ნაგავი უწოდა, ჩემი პასუხი მარტივია, შენ ვერ უხელმძღვანელებ ამერიკას, თუ არ გიყვარს ამერიკელები, ვერ იქნები პრეზიდენტი, თუ გძულს ამერიკელი ხალხი

ჩემი მხარდამჭერები გაცილებით მაღალი დონის არიან, ვიდრე თაღლითი ჯო ბაიდენის მხარდამჭერები, – ამის შესახებ რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საპასუხოდ, რომელმაც მის მხარდაჭერებს ნაგავი უწოდა.

„ჯო ბაიდენმა ბოლოს და ბოლოს თქვა, რასაც ის და კამალა ფიქრობენ ჩვენს მხარდამჭერებზე. ბაიდენმა მათ ნაგავი უწოდა. ისინი ამას გულწრფელად ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ, უდავოდ, ჩემი მხარდამჭერები გაცილებით მაღალი დონის არიან, ვიდრე თაღლითი ჯო ბაიდენის მხარდამჭერები. ჩემი პასუხი ჯოსა და კამალას მიმართ ძალიან მარტივია: შენ ვერ უხელმძღვანელებ ამერიკას, თუ არ გიყვარს ამერიკელები. უბრალოდ ვერ შეძლებ და ვერ იქნები პრეზიდენტი, თუ გძულს ამერიკელი ხალხი“, – აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი კონკურენტი და დემოკრატების კანდიდატი კამალა ჰარისი არ არის შესაფერისი შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტისთვის.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor