• November

    12

    2024
  • 93
  • 0
როინ შავაძის მეუღლე სამართლიანობის ბოლომდე აღდგენას და მკვლელობის შემკვეთის დასჯას ითხოვს

როინ შავაძის მეუღლე სამართლიანობის ბოლომდე აღდგენას და მკვლელობის შემკვეთის დასჯას ითხოვს

დაუნდობლად ჩაცხრილული საქართველოს ჯარისკაცის როინ შავაძის მეუღლე ციცინო შავაძე ,,GEO NEWS”-თან ინტერვიუში პროკურატურას მადლობას უხდის და სთხოვს დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს, მათ შორის საქართველოდან გაქცეული ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრისა და სხვა ფიგურანტების როლის ბოლომდე გამოკვეთის მიზნით. ასევე საზოგადოებას მიმართავს, რომ მათ ვისაც ამ დანაშაულის შესახებ ცნობები გააჩნიათ ხელმისაწვდომი და საჯარო გახადონ ისინი. 

რამდენიმე დღის წინ თქვენი მეუღლის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა გაიმართა. ბრალდებულთა წრე გაფართოვდა. სამ პირს პატიმრობა მიესაჯა. მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, თუმცა,უშუალოდ დამკვეთები გამოვლენილნი ჯერ-ჯერობით არ არიან. აღნიშნულის ფონზე, როგორია თქვენი შეფასება მართლმსაჯულების მიმდინარე პროცესის მიმართ ?

-დიახ, გეთანხმებით, რომ მართლმსაჯულება ნაწილობრივ აღდგა. თქვენ იცით, რომ ჩემი მეუღლის მკვლელობიდან 16 წელი გავიდა, იცით რა დღეში ვიყავით, ისიც იცით, რომ განადგურებული იყო ყველა მასალა. პროკურატურის დამცველად ვერ გამოვდგები, მაგრამ რაც ამ ხალხმა გააკეთა ამის არ დანახვა უბრალოდ შეუძლებელია. ამის თქმის საშუალებას მაძლევს დღევანდელი მდგომარეობა – ის შედეგი,რაც დაიდო. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერი ვარ  ( მე ვერასდროს ვიქნები ბედნიერი ) , მათ შორის, არც სხვის უბედურებაზე, მაგრამ უდავოა, რომ სამართლიანობა ნაწილობრივ აღდგა. ასე რომ, მადლობელი ვარ პროკურატურის მუშაობის, დიახ, ვარ მადლობელი, მაგრამ კმაყოფილი – არა. ანდა,როგორ უნდა ვიყო კმაყოფილი ? მე კმაყოფილი მაშინ ვიქნებოდი თუ ჩემი მეუღლე ცოცხალი იქნებოდა. მინდა მხოლოდ შემსრულებლები კი არა, ისინიც დაისაჯონ, ვინც მიმალვაში არიან. და როცა გამოვლინდება დამკვეთები, მაშინ ვიტყვი, რომ სამართლიანობა ნამდვილად აღდგა. ნაწილობრივ მკვლელები კი დაისაჯნენ, მაგრამ ამ საქმეს დამკვეთი ჰყავდა. დიახ დამკვეთი, ვისი ბრძანება იყო ? აი, ეს, რომ გამოვლინდება, ნამდვილად ვიტყვი, რომ სამართლიანობა აღდგა.

დღევანდელი გადმოსახედიდან, როდესაც თქვენი მეუღლის მკვლელობიდან დიდი დროა გასული, რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ საქმის წარმოება ბოლომდე მივა და თქვენი მეუღლის მკვლელობის მონაწილე, შემსულებელი, დამკვეთი და ასევე, ბრძანების გამცემი ყველა პირი პასუხს აგებს ?

– ნამდვილად არ მინდა იმედი , რომ მოვიშალო. 16 წლის განმავლობაში ზუსტად იმისთვის ვიბრძვოდი, რომ სიმართლე გარკვეულიყო და სამართალს ეზეიმა. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, მეტიც, დარწმუნებული ვარ, ის დროც დადგება, რომ დამკვეთები და ძებნილები დაკავებულნი იქნებიან და პასუხს აგებენ სამართლის წინაშე.

თქვენ უშუალოდ ოჯახის წევრი ბრძანდებით და რა თქმა უნდა, ეს ტრაგედია ყველაზე მეტად თქვენ განიცადეთ, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ უშუალო დამკვეთთან დაკავშირებით თქვენ გარკვეული ინფორმაცია ან მოსაზრება გექნებათ. ამ თვალსაზრისით ხომ არ გაგვიზიარებდით თქვენს მოსაზრებებს ?

-ამას მე როგორ გეტყვით ? მე, რომ მცოდნოდა სახელებსა და გვარებს დავასახელებდი. გამორიცხული არ არის, რომ ,,ნაცმოძრაობის”, იმ ბოროტების ბრიგადის უფროსები  ყოფილიყვნენ. ის საშინელი ხელისუფლება, რომ არ ყოფილიყო ქვეყნის სათავეში, ეს მკვლელობა არ მოხდებოდა. რა თქმა უნდა, მაშინ ვინც ხელისუფლების სათავეში იყო მიხეილ სააკაშვილიდან დაწყებული, ვანო მერაბიშვილითა და ახალაიათი დამთავრებული ყველა ეჭვმიტანილია. ვინც იყო ხელისუფლების სათავეში…რატომ გააკეთეს ეს ? მათ უნდა ვკითხოთ. რაში დასჭირდათ ეს ყოველივე, მაგრამ შეხედეთ, თუ დამკვეთები არ იქნებოდნენ, მკვლელობა საიდან შესრულდებოდა ? ამ მკვლელობის სათავეში ის საზიზღარი და სისხლიანი ხელისუფლება იყო და სწორედ ეს მაძლევს იმის თქმის საბაბს, რასაც ახლა ვამბობ, დიახ, თამამად ვამბობ, რომ ისინი იყვნენ ამ მკვლელობის დამკვეთები და ეს გამოიკვეთა კიდეც – დაიჭირეს თუ არა მკვლელები, მერაბიშვილმა ქვეყანა დატოვა, ის გაიქცა. 

ხომ არ არის რაიმე ისეთ რის თაობაზეც ისურვებდით თქვენი თხოვნა, ან მოსაზრება ჩვენი მედიის საშულალებით გაუზიაროთ საზოგადოებასა და ხელისიფლებას ?

– ვამბობდი და ახლაც მივმართავ ყველას თხოვნით, რომ სამართლიანობა აღდგეს და დამკვეთები დაისაჯონ. ვინმეს თუ რამის გაკეთება შეუძლია და ვინმემ თუ რამე იცის ვთხოვ, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან, რათა სამართლიანობა ერთხელ და სამუდამოდ აღდგეს. მინდა საქმის გამოძიებისთვის მადლობა გადავუხადო პროკურატურას, მადლობა მათ იმისთვის, რომ გარკვეული შედეგი დადგა. რომ არა მათი ნება და პროფესიონალიზმი, ეს შედეგიც არ დადგებოდა.

ინტერვიუს ბოლოს მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ჟურნალისტებს, მედია საშუალებებს, რომელთაც მკვლელობის პირველივე დღიდან გახსოვთ როინ შავაძე.

მჯერა და მჯეროდა ქართველი ხალხის და დადგა კიდეც ეს დრო, ამ ბოროტების მანქანას ხალხი გვერდით აღარასდროს დაუდგება. მე ნამდვილად მჯეროდა, არც ერთი წუთით არ მიფიქრია, რომ იმ საზიზღარ ბოროტების მანქანას ვინმე ხმას მისცემდა და ხელისუფლებაში დააბრუნებდა. ასე რომ, საქართველოს მომავალს იმედის თვალით შევცქერი და მჯერა, რომ ყველა დამნაშავე საბოლოოდ პასუხს აგებს იმაზე, რაც ჩაიდინა.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor