• November

    13

    2024
  • 51
  • 0
ირაკლი კობახიძე – ის ნაბიჯები, რომლებიც ქვეყნის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, მხოლოდ და მხოლოდ პიარულ მიზნებზეა გათვლილი, პარლამენტის პირველ შეკრებამდე სიების ჩახსნა არის შეუძლებელი

ირაკლი კობახიძე – ის ნაბიჯები, რომლებიც ქვეყნის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, მხოლოდ და მხოლოდ პიარულ მიზნებზეა გათვლილი, პარლამენტის პირველ შეკრებამდე სიების ჩახსნა არის შეუძლებელი

საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა შეიცავს საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმებს, ჩვენ ეს მექანიზმი გამოვიყენეთ ოთხი წლის წინაც და გამოვიყენებთ ახლაც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ნაბიჯები, რომლებიც ქვეყნის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, მხოლოდ და მხოლოდ პიარულ მიზნებზეა გათვლილი.

„ამას მეტი დატვირთვა ვერ ექნება. ყველამ იცის, რომ პარლამენტის პირველ შეკრებამდე სიების ჩახსნა არის შეუძლებელი. როცა გაიმართება პარლამენტის პირველი სესია, ყველა დეპუტატის უფლებამოსილება იქნება ცნობილი. ამის შემდეგ თუ ვინმეს სურს, მიმართოს პარლამენტს ან ცესკო-ს სიების ჩახსნაზე, მანდატის შეწყვეტაზე, კი ბატონო, შეუძლიათ გააკეთონ, მაგრამ ეს ხდება პარლამენტის პირველი სესიის შემდეგ“, – განაცხადა კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor