• November

    13

    2024
  • 54
  • 0
ირაკლი კობახიძე : საქართველოს კონსტიტუცია გარემოს დაცვის უფლებას ადამიანის ძირითად უფლებებს შორის აღიარებს, მაშინ, როდესაც წამყვანი ქვეყნების კონსტიტუციებში სიცოცხლის უფლება აღიქმება გარემოს დაცვის უფლებად

ირაკლი კობახიძე : საქართველოს კონსტიტუცია გარემოს დაცვის უფლებას ადამიანის ძირითად უფლებებს შორის აღიარებს, მაშინ, როდესაც წამყვანი ქვეყნების კონსტიტუციებში სიცოცხლის უფლება აღიქმება გარემოს დაცვის უფლებად

საქართველოს კონსტიტუცია გარემოს დაცვის უფლებას ადამიანის ძირითად უფლებებს შორის აღიარებს, მაშინ, როდესაც წამყვანი ქვეყნების კონსტიტუციებში სიცოცხლის უფლება აღიქმება გარემოს დაცვის უფლებად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს კლიმატის ცვლილებების 29-ე კონფერენციის ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა კონფერენციის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა და კლიმატის ცვლილებით შექმნილი გამოწვევების დასაძლევად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საქართველოში ჩვენ სერიოზულად ვუდგებით კლიმატური კრიზისის დაძლევის პასუხისმგებლობას და უკვე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რათა არსებითი გავლენა მოვახდინოთ. საქართველო აქტიურად აგრძელებს კლიმატთან დაკავშირებული ქმედებების ინტეგრირებას ეროვნულ ბიუჯეტში წლიური შეფასებების საშუალებით, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, გავზომოთ კლიმატის ცვლილების ზემოქმედება ჩვენს ხარჯებსა და ეკონომიკურ განვითარებაზე. ჩვენ ერთად ვაქცევთ სამხრეთ კავკასიის რეგიონს შესაძლებლობებისა და წარმატებების რეგიონად!“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor