
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
არჩევნების შედებებს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია კანონით დადგენილ ვადებში შეაჯამებს
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხვალ, 11:00 საათზე, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში სხდომა გაიმართება, რის შემდეგაც, დიდი ალბათობით არჩევნების შემაჯამებელ ოქმის გამოქვეყნება იგეგმება.
ამის პარალელურად ცესკო განცხადებით ეხმაურება ე.წ დამოუკიდებელი მედია საშუალებებისა და რადიკალური ოპოზიციის ლიდერთა მორიგ დეზინფორმაციას, რომ თითქოს სხდომის ჩატარება არა ცესკოში, არამედ ქალაქგარეთ იგეგმება.
აღნიშნულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ,,მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს, მედიას ნუ ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რომელიც საზოგადოების სწორ ინფორმირებას და ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეპუტაციას დააზიანებს”.
ცესკოში განმარტავენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია კანონით დადგენილ ვადებში შეაჯამებს.
მოამზადა ირაკლი გუნიამ





