• November

    16

    2024
  • 60
  • 0
რადიკალების მარცხი 26 ოქტომბრის არჩევნებში ოფიციალურად დადასტურდა

რადიკალების მარცხი 26 ოქტომბრის არჩევნებში ოფიციალურად დადასტურდა

რადიკალების მარცხის ოფიციალური დადასტურება – ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა.

შედეგებით უკმაყოფილო დავით კირთაძემ ჩვეულად რადიკალური ნაბიჯი გადადგა, ანუ ძალადობის მორიგი სანახაობა დადგა.

სააკაშვილის პარტიის წარმომადგენელმა სხდომის მიმდინარეობისას, ცესკოს თავჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს სახეში შავი საღებავი შეასხა.

,,ნაციონალური მოძრაობა” დილიდან თავის მართლების რეჟიმში იყო. ისინი არაფრის მომცემი განცხადებებით ცდილობდნენ დავით კირთაძის ძალადობის გამართლებას.

მმართველი გუნდის წევრები ცესკო-ში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურენ.

მაკა ბოჭორიშვილი : „პერფორმანსია, თუ სისხლის სამართლის დანაშაული, ამას შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტი იტყვის, თუმცა, საქართველოსთვის შავი ლაქის სტატუსი კი ნამდვილად გაიფორმეს, ოპოზიციის სახელით მოქმედმა ჯგუფებმა. იქნებ საქართველოს დემოკრატიული ზრდის დამკვირვებლებიდან ვინმე ოდნავ მაინც შეშფოთდეს ან შეიშმუშნოს დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის გამართული ფუნქციონირების აშკარა და დაუფარავი ხელის შეშლის გამო”?

მომხდარს „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წევრი გამოეხმაურა.

მაია ბითაძე : „ძალადობა, ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდით დამხობა – ესაა მთავარი მიზანი, ოღონდ ერთს ვერ იაზრებენ, სხვა საქართველოა დღეს. არავინ გაპატიათ ლანძღვა, ბულინგი და ძალადობა 26 ოქტომბერს. ახლა რასაც გეგმავთ და აკეთებთ, ამასაც არავინ გაპატიებთ ამ ქვეყანაში”.

ცესკო-ში განვითარებულ მოვლენებზე სოციალურ ქსელში განცხადება მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გამოაქვეყნა :

„შავი ლაქა – ეს არის აგენტურული ოპოზიციის სიმბოლო ! საბოლოოდ, ვიზუალურადაც დაიბრენდეს ! მკლავზე დამაგრებით დაიწყეს“.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ კი სოციალურ ქსელში შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა :

„საღებავის შემსხმელზე უფრო დიდი ლაჩარი მისი საქციელის მომწონებელი და შემქებია. ამ სურათის გაზიარება მორალური ტერორი და ძალადობის წახალისებაა. იფიქრეთ სანამ ღილაკს დააჭერთ. ამ ქვეყანაში სოცქსელები ბავშვებსაც აქვთ”. 

დაბოლოს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით კირთაძის წინააღმდეგ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში მიმდინარე არჩევნების შემაჯამებელი სხდომის დროს, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ამ დროისთვის დაუდგენელი თხევადი სითხე შეასხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს.

ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების მსვლელობისას ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor