
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
უნივერსიტეტთან ჭავჭავაძის გამზირზე ოპოზიციამ კარვები გაშალა
უგეგმოდ დარჩენილი ოპოზიცია ისევ გეგმის ძიებაშია – არჩევნებიდან სამი კვირის თავზე უცხოელი დამკვეთების მოთხოვნის შესრულებას ცდილობს და მცირე აქციებით შემოიფარგლება.
რადიკალური ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები ამ წუთებში სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან იმყოფებიან, სადაც 24 საათიანი აქცია დაანონსეს.
აქციის მონაწილეებმა კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან კარვების გაშლა დაიწყეს.
გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ აგენტურული ოპოზიცია ვერშემდგარ აქციებს ვერ ეგუება და მოსახლეობის მობილიზება რეგიონებიდან დაიწყო.
დაუდასტურებული ინფორმაციით, ისინი რეგიონიდან ჩამოსულ მოქალაქეებს კონკრეტულ თანხასაც სთავაზობენ.
ამ წუთებში ჭავჭავაძის გამზირზე სამი კარავია გაშლილი. ადგილზე მოიტანეს პლედები და „პარალონები“.
როგორც „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, წამზომი ჩაირთო და მომდევნო 24 საათი საღამოს 8 საათამდე ისინი ჭავჭავაძის გამზირზე იქნებიან.
ირაკლი გუნია





