• November

    19

    2024
  • 80
  • 0

კობა ხაბაზი – არჩევანი აღარ გვაქვს, ვიდგებით ბოლომდე, ყველა გზას გამოვიყენებთ, რაც მსოფლიო ისტორიაში წინააღმდეგობის მოძრაობაზე აგებულა

როდესაც მიიჩვევ, რომ შენს სამშობლოს რუსულ ჭაობში მიაქანებენ, არჩევანი აღარ გვაქვს, ვიდგებით ბოლომდე, ყველა გზას გამოვიყენებთ, რაც მსოფლიო ისტორიაში წინააღმდეგობის მოძრაობაზე აგებულა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ხაბაზმა მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

„ალბათ აქ ცოტა არის ისეთი ადამიანი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს უპირისპირდებოდა არსებულ რეჟიმს და საბჭოთა რეჟიმის დროს არაერთგზის იყო დაკავებული აქციებსა თუ მიტინგებზე. მე ვარ ერთ-ერთი მათგანი. არაერთხელ დავუკავებივარ საბჭოთა მილიციას. ჩემთვის ყველაზე უფრო შემზარავი რაც არის, არის ის ფაქტი, რომ იმ მილიციასაც კი უფრო მეტი თანაგრძნობა ჰქონდა ადამიანების მიმართ, ვიდრე დღევანდელ ე.წ. საქართველოს პოლიციას. არანაირი ამათ პოლიციის აღარ სცხია, არც ქართულის. ეს არ არის პოლიცია, ეს არის მილიცია.

რაც შეეხება იმას, რა არის ჩვენი სამოქმედო გეგმა. არჩევანი არ გვაქვს დატოვებული. აქ რომ იყოს რაღაც შეხედულებების, პრინციპების, ღირებულებების ჭიდილი, კი ბატონო, მაშინ შეიძლება, რაღაცა ვთქვათ, კომპრომისი გააკეთო. მაგრამ როდესაც მიიჩვევ, რომ შენი სამშობლოა საფრთხეში და როდესაც თვლი, რომ შენს სამშობლოს რუსულ ჭაობში მიაქანებენ, არჩევანი აღარ გვაქვს, ვიდგებით ბოლომდე. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო არ დაბრუნდეს რუსულ ჭაობში. ეს იქნება მიტინგები, აქციები, ქუჩის გადაკეტვა, ეს იქნება პროტესტი, ეს იქნება შიმშილობა და ა.შ. ყველა ის გზა, რაც მსოფლიო ისტორიაში აგებულა წინააღმდეგობის მოძრაობაზე, ყველაფერი იქნება გამოყენებული. ჩვენ არ შევეგუებით საქართველოს რუსულ ჭაობში დაბრუნებას, ეს არის ჩემი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობა ხაბაზმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor