• November

    21

    2024
  • 57
  • 0
მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ოპოზიციის გარეშე ჩატარდება

მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ოპოზიციის გარეშე ჩატარდება

საკონსტიტუციო სასამართლომ, გარე ძალებიდან მართული პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა. ეს სწორედ სასამართლოს ის ისტანციაა, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო. სარჩელის დასაშვებობის საკითხს სასამართლო პლენუმი განიხილავს.

კონსტიტუციონალისტების ნაწილის და ოპოზიციის მტკიცებით იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელის განხილვა დაიწყო, პარლამენტს შეკრების უფლება ექნება, თუმცა სამანდატო კომისია დეპუტატების უფლებამოსილებას ვერ ცნობს.

,,ქართული ოცნების” წევრების განმარტებით, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ნორმას, რომლის მიხედვითაც ახლადარჩეული პარლამენტის სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არ უნდა გაიმართოს.

მმართველი გუნდისთვის სალომე ზურაბიშვილის სარჩელი უსაფუძვლო და აბსურდულია.

მე-11 მოწვევის პარლამენტი პირველად 25 ნოემბერს შეიკრიბება. უკვე ცნობილია, რომ სხდომაში მონაწილეობას გამარჯვებული პარტიის ოთხმოცდაცხრავე დეპუტატი მიიღებს, მათი ოპონენტები კი დარბაზში შესვლას არ გეგმავენ. ამბობენ, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და საკუთარი მანდატების გაუქმებას აპირებენ.

კოლეგების მსგავსი პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებას არ აპირებენ გახარიას პარტიაში, სადაც განმარტავენ, რომ პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ, თუმცა მანდატების გაუქმებისა და სიების ჩახსნის თაობაზე განცხადებების დაწერას არ გეგმავენ.
სახელისუფლებო გუნდის წევრებმა ოპონენტებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ, დღევანდელი მოცემულობით, მათ სიების ე.წ. ჩახსნა არ შეუძლიათ. რეგლამენტის მიხედვით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებები, იურიდიულ ძალას მხოლოდ მას შემდეგ შეიძენს, რაც მათ უფლებამოსილებას ახლად არჩეული პარლამენტი ცნობს და ამის შემდეგ, იმავე მოთხოვნით, პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ. თუმცა მმართველ გუნდში ეჭვობენ, რომ ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, მანდატების გაუქმების მოთხოვნით, ცესკოს წინასწარ, საკუთარი ამომრჩევლებისთვის თვალის ასახვევად მიმართეს, პარლამენტის პირველი სხდომისა და უფლებამოსილების ცნობის შემდეგ კი სადეპუტატო მანდატების გაუქმებას გადაიფიქრებენ.

ცესკოს მონაცემების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში, “ქართულ ოცნებას” 150-დან 89 მანდატი ერგო, 4 ოპოზიციურ პლატფორმას კი, საერთო ჯამში, 61.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor