• November

    22

    2024
  • 68
  • 0
მამუკა მდინარაძე – ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ

მამუკა მდინარაძე – ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ

„ეზიზღებათ“ ყველაფერი რუსული და ხოშტარიას პარტიას წარმოადგენენ, თაღლითებს და მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძის პარტიას წარმოადგენენ, მოღალატეობაში ბრალს სდებენ ადამიანებს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მამუკა მდინარაძე წერს, ოპოზიციის წარმომადგენლები ბრიუსელში წერილებს იწერებიან, საქართველო და ქართველები დასაჯეთო.

„ეზიზღებათ“ ყველაფერი რუსული და ხოშტარიას პარტიას წარმოადგენენ. ევროპაზე და დემოკრატიაზე ლაპარაკობენ და სააკაშვილის პარტიას წარმოადგენენ. თაღლითებს და მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძის პარტიას წარმოადგენენ. მოღალატეობაში ბრალს სდებენ ადამიანებს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ. ვერ ბედავენ, მათივე კოლეგაზე უმძიმეს თავდასხმას ამორალური უწოდონ და ჟურნალისტები ჰქვიათ. ერთიანი საქართველოს იდეის კვალდაკვალ აფხაზს და ოსს – მტერს ეძახიან. ევროინტეგრაციის იდეის კვალდაკვალ ოჯახური ღირებულებების კანონი თუ არ გავაუქმეთ, ევროპა არ მიგვიღებსო, პროპაგანდირებენ. ბრიუსელში წერილებს იწერებიან, საქართველო და ქართველები დასაჯეთო. ჯაშუშებს დაუძახებ და „საშინლად სწყინთ“. არჩევნებს აგებენ და 300 ათასი ხმა გაგვიყალბესო“, – დაწერა მდინარაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor