
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
გია ვოლსკი – პრეზიდენტი საზოგადოებაში ავტორიტეტის მქონე ადამიანი იქნება, არავინ იფიქროს, რომ წარმომადგენლობითი ფუნქცია, რომელიც პრეზიდენტს აქვს, მნიშვნელოვანი არ არის
პრეზიდენტი იქნება ადამიანი, რომელსაც საზოგადოებაში ავტორიტეტი ექნება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატურას შეეხებოდა.
ვოლსკის თქმით, პრეზიდენტმა ღირსეულად უნდა წარმოადგინოს საკუთარი ქვეყანა.
„პრეზიდენტი ის ადამიანი იქნება, ვისაც საზოგადოებაში ავტორიტეტი ექნება. არავინ იფიქროს, რომ წარმომადგენლობითი ფუნქცია, რომელიც პრეზიდენტს აქვს, მნიშვნელოვანი არ არის. რასაკვირველია, პრეზიდენტმა ღირსეულად უნდა წარმოადგინოს საკუთარი ქვეყანა როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე იმ ორმხრივ ურთიერთობებში, რომელიც ქვეყანას აუცილებლად ექნება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.





