• November

    25

    2024
  • 61
  • 0
მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა

მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა

მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა. რეგისტრაცია პარლამენტის 89 წევრმა გაიარა. სხდომა პარლამენტის უხუცესმა წევრმა, ვლადიმერ კახაძემ გახსნა.

დღეს პარლამენტი კენჭს უყრის პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების საკითხს, აირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს, ასევე კომიტეტების თავმჯდომარეებს.

მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ესწრებიან საქართველოს მთავრობის წევრები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოებისა და მთავრობების ხელმძღვანელები, საქართველოს სახალხო დამცველი, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, დედაქალაქის მერი, ცესკო-ს თავმჯდომარე და სასულიერო პირები.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor