• December

    8

    2024
  • 101
  • 0
კახა კალაძე – მიმდინარე წელი გამორჩეული იყო გამარჯვებების სიხარულით და საახალწლო გზავნილიც იქნება „გამარჯვებებით სავსე ქალაქი“

კახა კალაძე – მიმდინარე წელი გამორჩეული იყო გამარჯვებების სიხარულით და საახალწლო გზავნილიც იქნება „გამარჯვებებით სავსე ქალაქი“

თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც დედაქალაქში მიმდინარე საახალწლო სამზადისზე ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, 2024 წელი გამორჩეული იყო ქართველი სპორტსმენების და სხვა სფეროს წარმომადგენლების გამარჯვევებით, რის გამოც საახალწლო სლოგანი იქნება – „გამარჯვებებით სავსე ქალაქი“!

„მიმდინარე წელი გამორჩეული იყო გამარჯვებების სიხარულით, რომელიც ჩვენმა სახელოვანმა სპორტსმენებმა მოუტანეს საქართველოს და ჩვენს დედაქალაქს.

ჩვენ ვნახეთ სახალხო ზეიმი თბილისის ქუჩებში- ჩვენი ფეხბურთელების, ჩვენი ოლიმპიელების, პარალიმპიელების გამარჯვებები, UFC-ის ორი ჩემპიონი, სპორტის სხვადასხვა მიმართულებით მიღწეული ისტორიული შედეგები. წარმატებები გვქონდა არა მხოლოდ სპორტში, სულ ახლახან, მაგალითად, პატარა ანდრია ფუტკარაძემ გაახარა საქართველო და მოუტანა მას საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ქვეყნის სტატუსი, რაც ძალიან მაგარია.

ვისურვოთ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო მეტი გამარჯვების საწინადარი გახდეს საქართველოსთვის. ჩვენი საახალწლო გზავნილიც სწორედ ეს იქნება – „გამარჯვებებით სავსე ქალაქი“! ამ სლოგანის იდეა სწორედ მაშინ გაჩნდა, როდესაც ამდენი გამარჯვების მოწმენი გავხდით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor