• December

    23

    2024
  • 78
  • 0
ლაშა პაპაშვილი – ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა უნდა შევინარჩუნოთ სხვადასხვა მიმართულებებით, უნდა გამოვიდეთ ყველა ერთად ამ მდგომარეობიდან

ლაშა პაპაშვილი – ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა უნდა შევინარჩუნოთ სხვადასხვა მიმართულებებით, უნდა გამოვიდეთ ყველა ერთად ამ მდგომარეობიდან

პრობლემა ზოგადად აქვს ქვეყანას, რადგან არის განხეთქილება საზოგადოებაში, არის მომხრე, მოწინააღმდეგე ხელისუფლების პოლიტიკის, არის საწინააღმდეგო მხარეც და ეს იყო ჩვენი გულისტკივილი, ეს იყო ჩვენი სათქმელი დღეს, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ლაშა პაპაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პაპაშვილის თქმით, ქვეყნის ეკონომიკა უნდა იყოს შენარჩუნებული.

„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა უნდა შევინარჩუნოთ სხვადასხვა მიმართულებებით, ეს იქნება ტურიზმი თუ სარესტორნო ბიზნესი, არის ვარდნა. უნდა გამოვიდეთ ყველა ერთად ამ მდგომარეობიდან. ალბათ, ყველას გაინტერესებთ, ერთი ან მეორე მხარის სასარგებლოდ რა ითქვა, ამას ვერ დამაცდენინებთ. ჩვენი უწმინდესი ამბობს, რომ ეშმაკი ყოფს, უფალი აერთებს, მე ვამბობ ასევე. ჩემი მეგობარი იჯდა აქ, ზაზა ნიშნიანიძე და გახსოვთ მამამისის განუზომლად ლამაზ საღამოს „პაემანი ვერაზე“, ხშირად უნდა გავიმეოროთ ეს „პაემანი ვერაზე“. ერთი მხარე საუბრობს არჩევნებთან დაკავშირებით, მეორე მხარე ამბობს პირიქით, ეს მხარეები არ გამოვა, ჩვენ ეს დაგვემართა ერთხელ. მნიშვნელოვანია, რომ ამ მთავრობის დამსახურება, რაც არის ბიზნესის დამოუკიდებლობა. ეს დაფიქსირდა კიდევ ერთხელ, რადგან იმ ოთახში ისხდნენ მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. ყველაზე მთავარი, შეთანხმდნენ, რომ ცალკე იქნება საუბარი, პოლემიკა შედგება ალბათ ღია ეთერში. უკვე დაფიქსირდა სახელებიც და გვარებიც და მათ შეხვდება პრემიერი საჯაროდ. არის ასეთი დაპირება“, – განაცხადა პაპაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor