
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ანჯეი დუდა – ვესაუბრე პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ, ქართველ ხალხს აქვს ხელშეუვალი უფლება, იაროს გაერთიანებული ევროპისკენ
ვესაუბრე პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ, დავარწმუნე ქალბატონი პრეზიდენტი ჩემს მტკიცე მხარდაჭერაში მისი ლიდერობისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ქართველ ხალხს აქვთ ხელშეუვალი უფლება, იაროს გაერთიანებული ევროპისკენ.
„ვესაუბრე პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ. დავარწმუნე ქალბატონი პრეზიდენტი ჩემს მტკიცე მხარდაჭერაში მისი ლიდერობისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი. ქართველ ხალხს აქვს ხელშეუვალი უფლება, იაროს გაერთიანებული ევროპისკენ. ახალი არჩევნები ეუთო-ს რეკომენდაციების შესაბამისად არის გამოსავალი არსებული კრიზისიდან“, – წერს დუდა.





