• December

    25

    2024
  • 86
  • 0
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, პაატა სალიას შემადგენლობით სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა.

როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას შეხვდნენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ქართველ დეპუტატებს 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები და მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა.

საჰიბა გაფაროვას განცხადებით, უმნიშვნელოვანესია ორი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. მისი ინიციატივით, უახლოეს მომავალში ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი მომზადდება, რომელიც განხილვისა და ხელმოწერის მიზნით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს გაეგზავნება.

დელეგაციას შეხვედრა ჰქონდა აზერბაიჯანის პარლამენტში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ არზუ ნაგიევთან და მეგობრობის ჯგუფის წევრებთან. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების უფრო მეტი ინტენსიურობით წარმოებისა და თემატური კომიტეტების თანამშრომლობის ხელშეწყობაზე.

გივი მიქანაძემ აზერბაიჯანელი დეპუტატები საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია. ვიზიტი 2025 წლის დასაწყისში განხორციელდება, დელეგაცია კი ძირითადად კომიტეტების თავმჯდომარეებით იქნება დაკომპლექტებული.

შეხვედრებს აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე ესწრებოდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor