• December

    25

    2024
  • 79
  • 0
გია ვოლსკი – სააკაშვილი ისეთი ენთუზიაზმით საუბრობს რევოლუციაზე, როგორც ამას აკეთებდა 2014 წლიდან, ფიქრობს, იქნებ მისმა იდეებმა რაღაც დამაგვირგვინებელი ეტაპი ჰპოვოს

გია ვოლსკი – სააკაშვილი ისეთი ენთუზიაზმით საუბრობს რევოლუციაზე, როგორც ამას აკეთებდა 2014 წლიდან, ფიქრობს, იქნებ მისმა იდეებმა რაღაც დამაგვირგვინებელი ეტაპი ჰპოვოს

სააკაშვილი ისეთი ენთუზიაზმით საუბრობს რევოლუციაზე, როგორც ამას აკეთებდა 2014 წლიდან მოყოლებული, რეალურად, როდესაც ლაპარაკობდა სისხლისღვრაზე, საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის დაპირისპირებაზე, ეს იყო მისი იდეაფიქსი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის იდეები ვერ განხორციელდება.

„დღეს, როდესაც ხედავს, რომ გარკვეული დაპირისპირება არსებობს, ფიქრობს, იქნებ მისი იდეები როგორმე ამ დაპირისპირების პლატფორმაზე განვითარდეს და ამ იდეებმა რაღაც დამაგვირგვინებელი ეტაპი ჰპოვოს. ეს დამაგვირგვინებელი ეტაპი, როგორც მას წარმოუდგენია, იქნება ქვეყნის შეუქცევადი ნგრევის პროცესის დასაწყისი. ეს უსამშობლო ადამიანი ფიქრობს ამ გეგმით მოქმედებაზე და სათავეში თვითონ რომ ჩაუდგეს. წარმოუდგენია თავის თავი, რომ ქუჩაში მოდის და გარშემო ხალხი მას ადიდებს. ეს არის მისი ავადმყოფი ცხელი თავის ფანტაზიის ნაყოფი. ეს არ მოხდება, ქვეყანა გადარჩება, გავა სამშვიდობოს, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ხასიათს შეიცვლის და ეს იმოქმედებს საქართველოს მდგომარეობაზეც, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor