• December

    27

    2024
  • 86
  • 0
კახა კალაძე – ბიზნესმენები, რომლებსაც ახლო კავშირი აქვთ რუსეთთან, იქიდან მიღებული ფულით ჯიბეებს ისქელებენ, ჩვენ გვეუბნებიან რუსეთისკენ მიდიხართო

კახა კალაძე – ბიზნესმენები, რომლებსაც ახლო კავშირი აქვთ რუსეთთან, იქიდან მიღებული ფულით ჯიბეებს ისქელებენ, ჩვენ გვეუბნებიან რუსეთისკენ მიდიხართო

ის ადამიანები ან ბიზნესმენები, რომლებსაც ახლო კავშირი აქვთ რუსეთთან, ჩვენ გვეუბნებიან რუსეთისკენ მიდიხართო. არსად მივდივართ, ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, ბიზნესმენების ნაწილი, რომელიც თითქოს, ყველაფერ რუსულს გმობს, ხელისუფლებას ადანაშაულებს რუსულ კურსში, სინამდვილეში თავად არიან კავშირში რუსეთთან და დაფინანსებასაც იქიდან იღებენ.

„ეს არის ორმაგი სტანდარტის ნათელი მაგალითი. ჩვენ აქეთ მოგვიწოდებენ,რომ ვითომ რუსეთისკენ მივდივართ. ამ დროს არსად მივდივართ და დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ. ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველაფერს ვაკეთებთ. თუკი ამ მიმართულებით რაიმე წარმატებას მივაღწიეთ, ეს „ქართული ოცნების“ პირობებში მომხდარი. მეორე მხრიდან გვაშანტაჟებენ და შეურაცხყოფას გვაყენებენ ის ადამიანები ან თუნდაც ბიზნესმენები, რომლებსაც ახლო კავშირი აქვს რუსეთთან, ყველაზე მეტჯერ არიან რუსეთში ნამყოფი, იქიდან პირდაპირ თანხებს იღებენ სხვადასხვა გზით, დაფინანსებით, ბიზნესის სახით. სწორედ ეს ადამიანები გამოდიან და გვეუბნებიან, რომ რუსეთისკენ მიდიხართო, თავად კი კარგ ბენეფიტებს იღებენ, ჯიბეებს ისქელებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“, პირველ რიგში, იცავს ქვეყნის ინტერესებს, დგამს ყველა ნაბიჯს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

„ჩვენ გარედან თავს არავის ვუხრით და ქვეყანას ვიცავთ. მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, მაგრამ ბატონყმური დამოკიდებულება გარედან, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ არავის ვასალი არ ვართ. ვართ დამოუკიდებელი, შემდგარი და სუვერენული სახელმწიფო. ამ ყველაფერს დავიცავთ და გავამტკიცებთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

 

 

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor