• December

    27

    2024
  • 103
  • 0
ირაკლი ქადაგიშვილი – მიხეილ ყაველაშვილი ახალი წესით არის არჩეული, რითაც საქართველო სრულად გადადის ევროპული საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე

ირაკლი ქადაგიშვილი – მიხეილ ყაველაშვილი ახალი წესით არის არჩეული, რითაც საქართველო სრულად გადადის ევროპული საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე

მიხეილ ყაველაშვილი ქართული მენტალობით, პატრიოტიზმით, პოლიტიკური ხედვით და საქართველოს საუკეთესო ინტერესებით ქვეყანას მოემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, მიხეილ ყაველაშვილი ახალი წესით არის არჩეული, რითაც საქართველო სრულად გადადის ევროპული საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე.

„როგორც ყოველთვის, ყველა ახალი პრეზიდენტის მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ისმის დაუფარავი ბულინგი და ადამიანის მაქსიმალურად უარყოფითად წარმოჩენა ხდება. ეს მათი ხელწერაა. თურმე, მიხეილ ყაველაშვილის მინუსია, რომ ის ფეხბურთელი იყო განსხვავებით მათი კუმირი სალომე ზურაბიშვილისგან, რომელიც „ფეეზბეს“ ნომრიანი აგენტი იყო. ეს „ფეეზბეს“ ნომრიანი აგენტი ისე შეიყვარეს, რომ მომავალში, ყოფილი, წარმატებული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შეიძლება, მათი არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ პიროვნული კუმირიც გახდეს. ამიტომ, მიხეილ ყაველაშვილს სალომე ზურაბიშვილთან შედარებით კარგი სასტარტო პირობები გააჩნია. როგორი პრეზიდენტი იქნება? – მიხეილ ყაველაშვილი იქნება ქართველი კაცი, რომელიც ქართული მენტალობით, პატრიოტიზმით, პოლიტიკური ხედვით და საქართველოს საუკეთესო ინტერესებით ქვეყანას მოემსახურება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor