• January

    28

    2025
  • 80
  • 0
პიტერ სიიარტო – დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილებას უნგრეთი არ შეასრულებს, საქართველოს მომავალი საქართველოში უნდა გადაწყდეს

პიტერ სიიარტო – დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილებას უნგრეთი არ შეასრულებს, საქართველოს მომავალი საქართველოში უნდა გადაწყდეს

უნგრეთი საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას არ შეასრულებს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ განაცხადა. ინფორმაციას Infostart-ი ავრცელებს.

„უნგრეთი არ შეაჩერებს თავის შეთანხმებას საქართველოსთან სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო მოთხოვნისგან გათავისუფლების შესახებ, რადგან უნგრეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ საქართველოს მომავალი საქართველოში უნდა გადაწყდეს და ქართველებმა მიიღეს მკაფიო გადაწყვეტილება, მოსწონს ეს ბრიუსელს თუ არა“, – განაცხადა სიიარტომ.

ცნობისთვის, საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში 27 იანვარს მიიღეს. არსებული ინფორმაციით, სლოვაკეთი და უნგრეთი ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდნენ, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი იყო მხოლოდ კვალიფიციური უმრავლესობა.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა 27 იანვრის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილება „ახლა ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დანერგონ თავიანთ შიდა წესებში“.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება უკავშირდება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებების დაცვის“ კანონების მიღებას, ასევე ძალადობრივ რეპრესიებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor