• January

    29

    2025
  • 137
  • 0
უთვისტომო ოპოზიცია ზნეს არ იცვლის და საქართველოს მტრობას განაგრძობს

უთვისტომო ოპოზიცია ზნეს არ იცვლის და საქართველოს მტრობას განაგრძობს

დღეს მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, რატი იონათამიშვილმა, ოპოზიციის კრიტიკის პასუხად განაცხადა, რომ „პირველი არ არის, როცა რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ მტრობს საქართველოს“.

მისი თქმით, ოპოზიციური ძალები წლებია ცდილობენ ქვეყნის დაზიანებას და არაერთხელ გამოუყენებიათ დესტრუქციული მეთოდები პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

ისინი არიან დამსმენთთა ჯგუფი, რომელიც ყოველ ჯერზე ცდილობს, დააზიანოს ჩვენი ქვეყანა“,-აღნიშნა იონათამიშვილმა.

თბილისის მერი და მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, კახა კალაძე, ევროსაბჭოს გადაწყვეტილებასა და დასავლელი პარტნიორების კრიტიკაზე საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ მიიღებს არანაირ ულტიმატუმს.

„ულტიმატუმით და შანტაჟით ელაპარაკონ მათ, ვისთანაც გასდით“, -განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ ქვეყნის პოლიტიკური კურსი უნდა განისაზღვროს ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და არა გარე ზეწოლის ფონზე.

კალაძის თქმით, საქართველოს მთავრობა არ დაუშვებს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი ეჭვქვეშ დადგეს.

ოპოზიციური პარტიები კი, ამ განცხადებებს მკაცრად აფასებენ და აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი საქართველოს საერთაშორისო იზოლაციისკენ მიჰყავს.

მათი თქმით, ევროპასთან დაპირისპირება ძირს უთხრის ქვეყნის ევროინტეგრაციის პერსპექტივას.

საქართველოს ოპოზიციური პარტიები კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ მათი მთავარი სტრატეგია არ არის ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა, არამედ მცდელობა, როგორმე მორიგი სკანდალი ააგორონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.

ოპოზიციური ლიდერებისგან ფარისევლობა და ორმაგი სტანდარტები ახალი არ არის. ისინი წლებია უპირისპირდებიან ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას და საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებას, ოღონდაც ხელისუფლება დააზიანონ. ამჯერადაც, საერთაშორისო სანქციების თემით სპეკულირება და იმიტირებული ,,პატრიოტიზმით” მანიპულირება გახდა მათი მთავარი იარაღი.

საინტერესოა, რომ ეს ის ხალხია, ვინც ხელისუფლებაში ყოფნისას რუსეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას აწერდა ხელს, ეკონომიკურ ურთიერთობებს ააქტიურებდა და 2008 წლის შემდეგაც კი რუსეთის კომპანიებს სტრატეგიულ სექტორებში შეღავათიან პირობებს უქმნიდა. დღეს კი, როცა ქვეყანამ ამ საკითხზე მკაფიო პოზიცია დააფიქსირა, ოპოზიცია ცრუ ნარატივებით ცდილობს მოქალაქეების განწყობების მართვას.

რეალობა ასეთია: ოპოზიცია ყოველ ჯერზე ცდილობს, ზიანი მიაყენოს სახელმწიფოს და დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაც კი პროვოკაციებით დაამძიმოს. ისინი ქართულ საზოგადოებას პოლიტიკურ თამაშებში იყენებენ და ნაცვლად ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაზე ზრუნვისა, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი რეიტინგის ზრდაზე ფიქრობენ.

დღეს, როცა საქართველო სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების გზაზე დგას, ოპოზიცია კვლავ ქაოსის, დაპირისპირების და დესტრუქციის პოლიტიკას ეყრდნობა. მათთვის მთავარია, როგორმე ხელისუფლების წინააღმდეგ მორიგი ცრუ კამპანია აწარმოონ – თუნდაც ქვეყნის დაქცევის ფასად.

გიული ირემაძე

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor